გამომცხვარი ვაშლი – ძალიან სასარგებლო და, რაც მთავარია, გემრიელი დესერტი

848
ფოტო: Andrey Korzun on wikimedia

სპეციალისტების აზრით, გამომცხვარი ვაშლი შეიცავს ფერმენტებისა და მიკროელემენტების უნიკალურ კომბინაციას შეიცავს. გამომცხვარ ვაშლს ადამიანის ორგანიზმისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ნედლ ხილს. ხერძოდ, მეცნიერული კვლევის თანახმად, გამომცხვარი ვაშლი სრულად ინარჩუნებს А, В1, В2, В3, В6, В9, Н, РР, С, Е ვიტამინებს. ეს უნიკალური შემადგენლობა შეუდარებელ ჯანმრთელობას განაპირობებს.

განსაკუთრებულ როლს ასრულებს ვიტამინი B6, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა მიმოცვლას და ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას. იგი მედეგია როგორც დაბალი, ისე მაღალი ტემპერატურის მიმართ. ამ ნივთიერების უკმარისობა იწვევს თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა და ენცტრალური ნერვული სისტემების ფუნქციის დარღვევას.

გარდა ამისა, გამომცხვარი ვაშლი შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებს: იოდს, რკინას, სპილენძს, ნატრიუმს, მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორსა და კალციუმს. ნატრიუმი არეგულირებს სისხლის წნევას, კუნთებისა და ნერვების ცხოველქმედებას. ხელს უწყობს საკვების სწორ მონელებასა და წყლის მიმოცვლას. კალიუმი არეგულირებს საკვების მომნელებელი ორგანოების, გულისა და თირკმლების მუშაობას. მაგნიუმი მონაწილეობს ენერგეტიკულ და წყლის მიმოცვლაში, ხელს უწობს ნახშირწყლების ნორმალური დონის შენარჩუნებას. ფოსფორი და კალციუმი აძლიერებს ძვლების, ხრტილებისა და კბილების მდგომარეობას. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები დიდი რაოდენობით ვაშლის მირთმევას მოტეხილობის დროს.

თუ გამომცხვარ ვაშლს გაფცქვნით, მიიღებთ კარგ სამკურნალო საშუალებას ნაწლავური დაავადებების, ქრონიკული პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, დისბაქტერიოზის, საკვების ცუდი მონელების, შეშუპების დოს.

გარდა ამისა, გამომცხვარი ვაშლი გასაოცრად აღადგენს საკვების მომნელებელი სისტემის ორგანოების მუშაობას მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ასევე, ნარკოზის გამოყენებით ჩატარებული ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ: პექტინები ორგანიზმიდან გამოდევნის მედიკამენტოზური საშუალებების დაშლის პროდუქტებს.

სხვათა შორის, წყლულოვანი  დაავადების დროს, გამომცხვარი ვაშლის მოხმარება რეკომენდებულია, ნედლისა კი – არა. უზმოზე მირთმეული დესერტი კი მსუბუქ შარდმდენ მოქმედებას უზრუნველყოფს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს