ბადიანი აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას

0
765
ფოტო: Arria Belli on wikimedia

ჩვეულებრივ, ყველა სანელებელს აქვს გარკვეული სასარგებლო თვისება. რისი თქმა შეიძლება ბადიანზე? პატივისცემით, ო.პ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:

ბადიანი (Illicium) ბადიანისებრთა ოჯახის მარადმწვანე, 2-4 მ სიმაღლის ხეა პირამიდალური გვირგვინით. მცენარის სამშობლოა სამხრეთი ჩინეთი და ჩრდილოეთი ვიეტნამი. იგი, ასევე, მოჰყავთ ვიეტნამში, კამბოჯაში, იაპონიაში, ფილიპინებზე, ინდოეთსა და სხვა ტროპიკულ ქვეყნებში.

სამკურნალო და საკვებად ვარგის ნედლეულად გვევლინება ხის ნაყოფი – მუქი მურა მრავალრიცხოვანი ვარსკვლავური ფორმის, შემდგარი რვა ერთთესლიანი ფოთლისგან, რომლებიც მოკლე ღერძის გარშემოა განლაგებული; მცენარის თესლი მოელვარო, მურა-მოყვითალო, ელიფსურია.

ბადიანის ნაყოფი 5-8% არომატულ ეთერზეთებს, გუმფისებს, ტანინებს, შაქარსა და ფენილპროპანოიდებს შეიცავს. ქიმიური შემადგენლობითა და გემოთი, იგი ჩვეულებრივ ანისულს ჰგავს. ხმელი და დაფქული ნაყოფი გამოიყენება საკვებ და საკონსერვო წარმოებაში, როგორც სანელებელი ცომის, კომპოტის, სოუსებისთვის. ბადიანი შესანიშნავად ერწყმის შავ პილპილს, მუხუდოს, ნიორსა და ხახვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ფხვნილის ჭარბი რაოდენობით გამოყენება კერძს სიმწარეს მიანიჭებს.

ბადიანის ნაყოფს ანთების საწინააღმდეგო, გაზმდენი, სპაზმოლიტური, ამოსახველებელი მოქმედება აქვს, ანეტოლის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო (ისევე, როგორც ანისულს). ბადიანის საკვებში გამოყენება აუმჯობესებს საკვების მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, ამცირებს სპაზმებს და ხსნის ანთებით პროცესებს კუჭში.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი