წვნიანი მოცვი, ჩაძირული ნაზ, ჰაეროვან ბისკვიტში… კიდევ რაა საჭირო შაბათის ჩაის სმისთვის? ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უბრალო მოცვის პეროგს ჯეიმი ოლივერის წიგნში არსებული რეცეპტის მოტივებზე.
ორიგინალ რეცეპტში გამოიყენება წვრილი და ძალიან ტკბილი ყურძენი, ფრაგოლის სახეობის. რამდენადაც ეს კენკრა ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა, გთავაზობთ მოცვის ან შავი მოცხრის გამოყენებას, თუმცა ტყის კენკრის ვარიანტი ჩვენ უფრო მოგვწონს.
მოცვის პეროგი
ინგრედიენტები
- 200 გ ფქვილი
- 120 გ შაქარი
- 70 მლ რძე
- 2 კვერცხი
- 90 გ კარაქი
- 70 მლ ზეითუნის ზეთი
- 300 გ მოცვი
- 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
- 1 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებლი
- მწიკვი მარილი
- 20სმ-იანი დიამეტრის საცხობი ფორმა
მომზადება
1. ათქვიფეთ კვერცის ცილები შაქართან ერთად.
2. არ შეწყვიტოთ თქვეფა და დაუმატეთ რძე, ზეთი, კარაქი და მოურიეთ.
3. ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან და მარილთან ერთად.
4. მოურიეთ ცომს ერთგვაროვან კონსისტენციამდე. იგი უნდა იყოს სქელი არაჟნის მაგვარი: ნიჩბიდან ვარდებოდეს, არ ისხმებოდეს.
5. დაუმატეთ ცომს ციტრუსის ცედრები და მოურიეთ.
6. გააჩერეთ ცომი 10 წუთით.
7. ფრთხილად შეურიეთ ცომს მთელი კენკრის დაახლოებით მეოთხედი ნაწილი.
8. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით კარაქი.
9. მოათავსეთ ცომი ფორმაში და გაათანაბრეთ.
10. აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
11. გამოიღეთ ფორმა ღუმლიდან, თანაბრად გადაანაწილეთ ღვეზელზე დარჩენილი კენკრა და ოდნავ ჩაპრესეთ ცომში.
12. დააბრუნეთ პეროგი ღუმელში და აცხვეთ კიდევ 30-35 წუთით.
13. შეამოწმეთ მზაობა კბილის ჩხირით.
14. მირთმევამდე მოაყარეთ პეროგს შაქრის პუდრა.
გემრიელი მოცვის პეროგი მზადაა. გემრიელად მიირთვით!