სოუსმა “პროვანსალმა” ჩემი ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, იმით მიიქცია, რომ მის შემადგენლობაში შედის ინგრედიენტები, რომლებიც აუცილებელია ღვიძლის გასაჯანსაღებლად. მაგალითად, ზეითუნის ზეთი უნიკალური ნაღველმდენი საშუალებაა. კვერცხის გული შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აღადგენს თირკმლების უჯრედების, ჰეპატოციტების მემბრანას. გარდა ამისა, გულში დაბალანსებულია ყველა კომპონენტი: ცხიმები, ვიტამინები, მიკროელემენტები და, რაც მთავარია, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.
ჩვენს “პროვანსალში”, გირჩევთ, ცოტაოდენი თაფლიც დაუმატოთ. ღვიძლი – ესაა ადამიანის “ქარხანა”, რომელშიც ყველა ცილა და შეუცვლელი ვიტამინები იქმნება, ხდება ტოქსინების ნეიტრალიზაცია, ამიტომ, მისი ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა თაფლი – სამყაროში საუკეთესო ნახშირწყალი. გარდა ამისა, ყველა კომპონენტის შეერთებისა და ემულგაციისთვის საჭიროა ვაშლის ან ღვინის ძმარი.
მაიონეზის რეცეპტი
ზეითუნის (ან მზესუმზირის) ზეთს დაუმატეთ შინაური კვერცხის გული. 100 მლ (0.5 ჭიქა) ზეთი ერთ გულზე და 1 ს.კ. ნატურალურ ძმარზე. სასურველია, მასა არა მიქსერით, არამედ ხელის სათქვეფით ათქვიფოთ, თანაც კარგი განწყობით. როცა თეთრი მასა გაჩნდება, დაუმატეთ მწიკვი მარილი და 1 ჩ.კ. თაფლი, ისევ ათქვიფეთ. შეინახეთ სოუსი მაცივარსი.
გამაჯანსაღებელი მიზნით, “პროვანსალს” მიირთმევენ დილით, უზმოზე. დალიეთ 1 ფინჯანი პიტნის ჩაი, წაივარჯიშეთ 20-30 წუთით და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვით 1-2 ს.კ. სოუსი. გირჩევთ, ნახევარი საათით მარჯვენა გვერდზე დაწვეთ, ცხელ სათბურთან ერთად, ისუნთქეთ ღრმად და ნელა.
პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. საღამოს ყველაფერი გაიმეორეთ, ამჯერად კვების გარეშე. ღამით ღვიძლი გაიწმინდება შეფერხებული ნაღვლისგან, გაქრება “ნაღვლიანი” ადამიანიც. ღვიძლის აღდგენის ეს მარტივი მეთოდი არეგულირებს საკვების მონელებასა და წნევას და, რაც მთავარია, აგიმაღლებთ განწყობას.