კვერცხის ნაჭუჭი ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზეა, ბავშვებსაც კი შეგიძლიათ მისცეთ.

3297

კვერცხის ნაჭუჭი XXI საუკუნის მკურნალად დასახელდა. მას სხვადასხვა შემთხვევაში იყენებენ. გლეხები ქათმის კვერცხის ნაჭუჭს აფქვევდნენ და ფრინველების საკვებს უმატებდნენ. მებაღეები ნაჭუჭს ნიადაგის გასანაყოფიერებლად იყენებენ. დიასახლისები კი ამ პროდუქტით თეთრეულს აქათქათებდნენ. ამისათვის, თეთრეულის გამოსახარშ ჭურჭელში წყალს უბრალოდ კვერცხის ნაჭუჭს უმატებდენ.

თუმცა, ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები არაა. უძველესი რეცეპტების წიგნში იპოვით რეცეპტებს, რომელთა შემადგენლობაშიც კვერცხი ნაჭუჭიანად შედის, ასევე, შეგხვდებათ რეცეპტები, რომელშიც მხოლოდ ნაჭუჭი გამოიყენება.

კითხვა იმის შესახებ, თუ რა სარგებელი მოაქვს კვერცხის ნაჭუჭს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დასვა უნგრელმა ექიმმა კრომპეხერმა, ექიმებისა და ბიოლოგების ჯგუფთან ერთად. კვლევები ათწლეულზე მეტ ხანს გრძელდებოდა და შედეგმა აჩვენა, რომ კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის სრულყოფილი წყაროა, რომელსაც ორგანიზმი მარტივად ითვისებს.

დამტკიცებულია, რომ კვერცხის ნაჭუჭი 90%-ით კალციუმის კარბონატისგან (ნახშირმჟავური კალციუმისგან), სწორედ მას ითვისებს ორგანიზმი მარტივად. და ეს ყველაფერი არაა: ნაჭუჭი შეიცავს ისეთ აუცილებელ მიკროელემენტებს, როგორებიცაა სპილენძი, ფტორი, რკინა, მარგანეცი, მოლიბდენი, ფოსფორი, გოგირდი, თუთია, კრემნიუმი და ბევრი სხვა, სულ 27 ელემენტი!

რამდენადაც ჩვენი ყოველდღიური კვება ძალიან მცირე რაოდენობით კრემნიუმსა და მოლიბდენს შეიცავს, ეს მიკროელემენტები კი აუცილებელია ორგანიზმში ბიოქიმიური რეაქციების ნორმალური მიმდინარეობისთვის, ნაჭუჭის გამოყენება ძალიანაც სასარგებლოა.

ადამიანის ძვლებისა და კბილების შემადგენლობა ძალიან ჰგავს კვერცხის ნაჭუჭის შემადგენლობას, რომელსაც მასტიმულირებელი გავლენა აქვს ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის ფუნქციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რადიაციული დაინფიცირების შემთხვევაში.

ქათმის კვერცხის დაქუცმაცებული ნაჭუჭის რეგულარული გამოყენებით, თქვენ მიიღებთ მაღალ თერაპევტულ აქტივობას, ამასთან, მას არ აქვს გვერდითი მოვლენები, არ დაუშვებს ბაქტერიულ დაინფიცირებას. ქათმის კვერცხის ნაჭუჭისგან განსხვავებით, იხვის კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება არ შეიძლება. საკმაოდ ხშირია ინფიცირების შემთხვევები.

ქათმის კვერცხი ძალიან სასარგებლოა პატარა ბავშვებისთვის. იგი 1 წლიდან უნდა მიეცეთ ბავშვებს, რამდენადაც მათ ორგანიზმში ინტენსიურად იზრდება ძვლო ვანი ქსოვილი, ამისათვის კი აუცილებელია ორგანიზმში კალციუმის მუდმივი შემოდინება. რაქიტისა და ანემიის დროს ძალიან სასარგებლოა ბავშვთა კვებაში დაფქული კვერცხის ნაჭუჭის დამატება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს