როგორ გავზარდოთ დაფნის ფოთოლი ფანჯრის რაფაზე

3434

ჩვენ, ყველა წარმატებასა და დიდებაზე ვოცნებობთ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი გაზრდა პირდაპირი გაგებით ფანჯრის რაფაზე შეიძლება. საკმარისია დაფნის ხე დარგოთ და საჭირო ფენ-შუის სექტორში მოათავსოთ და თქვენ გაიმარჯვებთ!

თუ, მისტიური სწავლებიდან სასწაულს არ ელოდებით, ასეთი გამწვანების პრაქტიკულ მხარეს დააფასებთ: ხელის გაწვდენით შეგიძლიათ ახალი, სურნელოვანი ფოთოლი მოწყვიტოთ და პირდაპირ ქათმის ბულიონს ან ყალმუხურ ჩაის დაუმატოთ.

დაფნის ხე

მარადმწვანე დაფნის ხე, ან კეთილშობილური დაფნა (Laurus nobilis) ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროზე იზრდება. უძველესი დროიდან დაფნა სინათლის და ხელოვნების მფარველი ღმერთის, აპოლონის წმინდა ხედ ითვლება. ამბობდნენ, რომ მცენარე მხატვრებს და პოეტებს შთაგონებას აძლევდა.

ბერძნები ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ. რომის იმპერიაში მსგავსი დიდებით სარდლები და იმპერატორები სარგებლობდნენ. ფენ-შუის თვალსაზრისით, დაფნა ამტანობის, სასიცოცხლო ძალების, საკუთარ სიმართლეში თავდაჯერებულობის და შთაგონების წყაროდ ითვლება.

როგორც ოთახის მცენარე ნებისმიერს გამოადგება. უხეში, დამახასიათებელი სუნის მქონე დაფნის ფოთოლი არა მხოლოდ სახლს ამშვენებს, არამედ ფიტონციდებს გამოყოფს, რომელიც ბაქტერიებს და ვირუსებს კლავს. დაფნის ფოთოლის ნახარში საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და მადას ზრდის.

კეთილშობილური დაფნა ფანჯრის რაფაზე

1. თესლის მომზადება

ყლორტებმა თბილი და გრძელი დღისთვის ამოსვლა რომ მოასწროს, გვიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში დარგეთ. თესლის დარგვის წინ ნიადაგს სკარიფიკაცია (მყარი წყალგაუმტარი ჭურვის მთლიანობის ნაწილობრივი დარღვევა) სჭირდება. ამისთვის ზუმფარით გახეხეთ ან დანით დაკაწრეთ.

ამის შემდეგ თესლი რამდენიმე დღე თბილ წყალში ჩაალბეთ. როცა თესლი გაღვივდება, სველი ქვიშით სავსე ჭიქაში 1 სმ სიღრმეში ჩადეთ.

თავზე დააფარეთ და თბილ და ნათელ ოთახში გაზრდა აცადეთ. დრო და დრო ქვიშა მორწყეთ. პირველი აღმონაცენის გამოჩენისთანავე თავსახური მოაშორეთ. როცა მცენარეზე 3-4 ფოთოლი გამოჩნდება, შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ.

2. კალმით გამრავლება

დაფნის ფოთოლის კალმით გამრავლება რთული საერთოდ არაა. 20-25 სმ სიგრძის მწვანე ტოტი მოჭერით.

2-3 ფოთოლის მქონე კალმებად დაყავით, ქვედა ფოთლები მოაშორეთ. და ბოლოს კალამი ირიბად გაჭერით და „კორნევინით“ (ფესვების ზრდის მასტიმულირებელი) დაამუშავეთ.

კალმები სველი ქვიშით სავსე ჭიქაში ჩარგეთ. ამისთვის შეგიძლიათ ლიმონათის გაჭრილი ბოთლი გამოიყენოთ. თავზე დააფარეთ, რომ ჰაერის მაღალი ტენიანობა შეინარჩუნოთ.

სასურველია, რომ კვირაში 2-3-ჯერ კალმებს წყალი აპკუროთ. გაფესვიანება 3-4 თვეში მოხდება, ამის შემდეგ შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ.

3. ნერგის გადარგვა

ქოთანი სადრენაჟო ფენით და ტორფის ხავსის, პერლიტის და 2 ნაწილი კომპოსტის ნაწილით აავსეთ. მაღაზიაში შეგიძლიათ მზა სუბსტრატი იყიდოთ, რომელიც სუკულენტებისთვის არის განკუთვნილი. ქოთანი რაც უფრო დიდი იქნება, მით უფრო მაღალი ბუჩქი გაიზრდება.

ახალგაზრდა ნერგის ფესვთა სისტემა ნიადაგში ფრთხილად გაანაწილეთ და მიწა მოაყარეთ. გადარგვის შემდეგ დაფნის ქოთანი ისეთ ადგილას დადეთ, სადაც გაფანტული სინათლე ან ნაწილობრივ ჩრდილი იქნება. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.

4. მოვლა და მოსავლის აღება

დაფნის გასაზრდელად ოპტიმალური ტემპერატურაა – 15-20 გრადუსი ზაფხულში და 10-12 გრადუსი ზამთარში. დაფნას ტენიანი ჰაერი უყვარს, ამიტომ წყლით ხშირად დანამეთ, თვეში ერთხელ შხაპი გაუკეთეთ ან ქოთანთან ახლოს წყლით სავსე ჭურჭელი დადეთ.

2 წლის შემდეგ დაფნის ხე სხვა ჭურჭელში გადარგეთ, რადგან ფესვთა სისტემა უკვე შევიწროებული იქნება. სწორი მოვლის პირობებში დაფნის ხე შეიძლება 2 მეტრამდე გაიზარდოს.

ფოთლები ნოემბერ-დეკემბერში მოკრიფეთ. ამ პერიოდში მასში მაქსიმალური რაოდენობის ეთერზეთი შედის. ასეთი სანელებელი შეგიძლიათ მთელი წელი შეინახოთ, შემდეგ კი მწარე გახდება.

საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ. მაშინაც კი, თუ გამოცდილი მებაღე არ ხართ, მოთმინება მოიკრიფეთ და არომატული ხე სანელებლებით აგავსებთ, შთაგონებას შეგმატებთ, ბინას დაამშვენებს და ავი თვალისგან დაგიცავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს