ხახვის გამოყენება ხალხურ მედიცინაში

1229
ფოტო: klimkin on Pixabay

ერთ-ერთმა ტელეგადაცემამ, რომელშიც საუბარი კიბოსსაწინააღმდეგო სამ მთავარ პრეპარატზე – შვრიაზე, ხახვსა და ძირტკბილაზე – იყო, მაიძულა, ჩვეულებრივი ხახვისთვის სხვაგვარად შემეხედა.

თუ ხახვის თავს გაჭრით და ჭრილს დააკვირდებით, აღნაგობითა და ფორმით იგი ღამით სანთლის ალს მოგაგონებთ. მის ცენტრში ჩანასახია, შემდეგ წვნიანი ფენები, ხოლო ზემოდან – მშრალი, დამცავი ქერქები ან ნაჭუჭი. მისი ფსკერი – ესაა ქუსლი, რომლიდანაც ფესურები გამოდის. სწორედ ამ გასაოცარი მცენარის აღნაგობა დაედო საფუძვლად ბიოენერგეტიკულ სავარჯიშოს “ხახვის თავი”.

1. დილით ადრე ადექით ამომავალი მზის მხარეს და მზეს დახუჭული თვალებით “შეხედეთ”. მზის სხივებში თქვენს “ჩანასახს” იგრძნობთ. შეიგრძენით პულსაცია კუჭქვეშა “ორმოს” არეში. უმჯობესია, სავარჯიშო გამდინარე წყლის გვერდით შეასრულოთ.

2. ხელები თავს ზემოთ გაწელეთ, დიდხანს აიწელეთ ზემოთ. თითქოს ცისკენ იზრდებით. როცა ხელები დაგეღლებათ, ნელა ჩამოუშვით გვერდებიდან ქვემოთ. თითქოს ხახვის წვნიანი ფენების კონტურებს იმეორებთ. დახუჭულ თვალებში ამ მოძრაობის კონტური უნდა გაჩნდეს. ეს თქვენი “ალის” პირველი ხაზია.

3. ხელები ერთმანეთს ხელის გულებით უერთდება ქვემოთ, საზარდულთან, და ასე ერთად (ნამასტე – ტრადიციული ინდური მისალმება) წამოწიეთ ხელის გულები შუა ზოლის გასწვრივ, ზემოთკენ. გაჩნდება ცენტრალური, ცეცხლოვანი ხაზი. თქვენს შიდა ეკრანში, მნიშვნელოვანია, ხედავდეთ ხელების ყველა მოძრაობას. გამოსახეთ ხახვის თავი.

4. როცა ხახვის თავის ცეცხლოვან მრაავლფენიან კონტურს თვალსაჩინოდ დაინახავთ, ფესვები მიწაში უნდა გაიდგათ. ამისთვის ხელები გაშალეთ ფართოდ, ტერფები განზე გაწიეთ, ხელის გულები თავზემოთ შეკარით და თხემს შეახეთ. ნელა ჩაჯექით მაქსიმალურ სიღრმეზე. “ჩარგეთ” თქვენი საჯდომი მიწაში. ადგომისას ენერგიის მუხტი უნდა იგრძნოთ ფეხებში – ეს “ფესვების ზრდას” ნიშნავს.

აღნიშნული სავარჯიშო გაგავსებთ ზეცის სინათლითა და მიწის ძალით. ამასთან, გაგათავისუფლებთ ყოველდღიურობის ნაგვისგან. ხახვის ცეცხლოვანი კონტური, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე უკვალოდ არ გაქრება და დამცავ ფუნქციას შეასრულებს. კარგი და სასარგებლო იქნება ხახვის შინაგანად მიღება და ამ სავარჯიშოს შესრულება ერთბაშად.

ხახვის გამოყენება ხალხურ მედიცინაში

წყალმანკისა და თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს, ნედლი ხახვი შარდმდენ საშუალებად გამოიყენება. მას კენჭების ზოგიერთი სახეობის დაშლაც შეუძლია. წვრილად დაჭერით ხახვი, გააზავეთ მზესუმზირის ზეთით, მოაყარეთ მარილი და მიირთვით რამდენიმე კოვზი. დააყოლეთ ცოტაოდენი შავი პური.

ბრონქიტისა და გრიპის დროს დახეხეთ ხახვი, დაასხით ძალიან ცხელი რძე (დაახლ. 1 თავი ხახვი 0.5 ლ რძეზე), დააყენეთ რამდენიმე საათით. დალიეთ დაუყოვნებლივ და გემოვნებით, 1 ჭიქა ყოველღამე. სურდოს დროს ჩაიწვეთეთ ხახვის წვენი (რბილობის გარეშე), გაზავებული წყალთან (1:3).

გამწვავებული ტუბერკულოზური ხველისა და მწეველის ხველის დროს, 10 თავი ხახვი და 1 თავი ნიორი ხარშეთ რძეზე 2-3 წუთით (არაუმეტეს!). ამოიღეთ თავები, დაჭერით, შეურიეთ დახეხილი ნედლი ჯანჯაფილი (1 ჩ.კ.) და თაფლი, სქელი მასა რომ მიიღოთ. მიირთვით 1 ს.კ. მასა დღეში სამჯერ.

ბრონქული ასთმისა და ალერგიული რეაქციების დროს აიღეთ წვრილად დაქუცმაცებული (ნედლი) ფიჭვის წიწვები (5 ს.კ.), ხახვის ნაჭუჭი, დაქუცმაცებული ასკილის კენკრა (2 ს.კ.), დაასხით 1 ლ წყალი და ხარშეთ 10 წუთით. შემდეგ ეს ყველაფერი გადაღვარეთ თერმოსში და დააყენეთ მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და მიირთვით დღის განმავლობაში ჩაის სახით. ასეთი ნახარშის დალევა რეკომენდებულია თბილად. დღის განმავლობაში დაახლოებით 1.5 ლ ნახარში უნდა მიიღოთ.

ცისტიტის, პიელონეფრიტის დროს, 3 ს.კ. ხახვის ნაჭუჭი ხარშეთ 3 ჭიქა წყალში 10 წუთით. მიიღეთ 1 ს.კ. ნახარში დღეში ოთხჯერ.

თმების გასაძლიერებლად და ქერტლის მოსაშორებლად, გთავაზობთ სუპერსაშუალებას: შეიზილეთ თავის კანში ახალმომზადებული ხახვის ფაფა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს