ფეხმძიმობის მეექვსე თვეში ვარ. ექიმმა-გინეკოლოგმა ფოლიუმის მჟავის კაფსულები გამომიწერა. რა ნივთიერებაა ეს და ხომ არ მავნებს იგი მე ან ჩემს მომავალ შვილს? პატივისცემით, ნ.ჯ.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.
ფოლიუმის მჟავა, აგრეთვე ცნობილი, როგორც ვიტამინი B9, B ჯგუფის ვიტამინებს მიეკუთვნება. ადამიანის ორგანიზმს იგი მუდმივად ესაჭიროება, რამდენადაც აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას, მონაწილეობს ორგანიზმში სისხლის წითელი სხეულების წარმოქმნასა და ნუკეინური მჟავების სინთეზში, რომლებიც პასუხს აგებს გენეტიკური ინფორმაციის გადაცემაზე ნებისმიერ უჯრედში. ფოლიუმის მჟავა, B12 და C ვიტამინებთან ერთად, ეხმარება ორგანიზმს საკვებიდან მოხვედრილი ცილების დაშლასა და ახალი ცილების მშენებლობაში.
ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს მომავალი ბავშვის სწორად განვითარებას. უპირობოდ, ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ფეხმძიმეებისა და ნაყოფის განვითარებისთვის, იგი ხელს უშლის ტვინისა და ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტების განვითარებას მომავალ ბავშვში.
ამიტომ, ფოლიუმის მჟავა საკვებს ყოველდღე უნდა მიეწოდებოდეს. ისპანახი, ოხრახუში, ხახვი, სალათი და სხვა მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული შეიცავს ყველაზე მეტი რაოდენობის ფოლიუმის მჟავას. მას, აგრეთვე, შეიცავს ხორბლის ამონაცენი და საფუარი, ბურღული, ქატო, მთლიანმარცვლოვანი პროდუქტები, წიწიბურისა და შვრიის ფაფები, ლობიო, ციტრუსი, თხილი, ბანანი, ნესვი, გარგარი, გოგრა, ფინიკი, სოკო, ჭარხალი, მსხვილად დაფქული ფქვილის პური. ასევე, B9-ს შეიცავს ხორცი, თევზი (თინუსი, ორაგული), ღვიძლი, კვერცხი, ყველი, რძე, ხაჭო.
თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ხანგრძლივი თერმული დამუშავება მჟავას ანადგურებს, ამიტომ ყველაზე უფრო სასარგებლოა კერძები უმი ან დაორთქლილი ბოსტნეულისგან.