როგორ არჩევენ, ინახავენ და იყენებენ ხურმას ხალხურ მედიცინაში.

344
ფოტო: .publicdomainpictures

ხურმა დიეტური პროდუქტია. პექტინების შემცველობის წყალობით მისი მიღება რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი დაავადებების დროს. გარდა ამისა, ის ფილტვების გაძლიერებას ხელს უწყობს და მის ფუნქციას აუმჯობესებს. ხურმის მიღება რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. მას გულის მუშაობის მხარდაჭერა შეუძლია. ხილს ბაქტერიოციდული მოქმედება და გამწმენდი თვისებებიც აქვს. მისი მიღება სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სხვა ორგანოებისთვის.

როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ ხურმა

ხურმის არჩევის დროს ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ძალიან მწიფე ან არაჯანსაღი ნაყოფის შეძენის დიდი ალბათობა არსებობს. პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, – ხილის მთლიანობა. ხურმის ზედაპირზე შავი ლაქები მცირე რაოდენობით უნდა იყოს. ნიშნები და ლაქები იმის მანიშნებელია, რომ ხურმამ ლპობა დაიწყო და დიდხანს ვერ გაძლებს. მოუმწიფებელი ნაყოფის შეძენის შემთხვევაში ხილი ცივ ადგილას დადეთ – 2 დღეში ხურმა მომწიფდება. გაითვალისწინეთ, რომ ხილის გარეგნული ქერქი შეიძლება ცვილის ნადებით იყოს დაფარული.

შესანახად, სჯობს ხურმა გაყინოთ. გაყინულ მდგომარეობაში უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას და ვიტამინს ინარჩუნებს.

თუ ხურმა ძალიან მწკლარტეა, ღამით 40 გრადუსამდე ცხელ წყალში ჩაალბეთ ან რამდენიმე საათით საყინულეში შედეთ, ხოლო გამოყენების წინ გაალღვეთ – სიმწკლარტეს დაკარგავს.

რამდენიმე რეცეპტი ხალხური მედიცინიდან

  • ანემიის დროს 50-100 მლ ხურმის წვენი დღეში რამდენჯერმე, ჭამის წინ დალიეთ.
  • სურდოს და ხველის დროს 1 მწიფე ხურმის წვენი 1 ჭიქა თბილ წყალში გააზავეთ და ყელი გამოივლეთ.
  • თირკმლებში კენჭების დროს რეკომენდებულია 4 საშუალო ზომის ხურმა დაჭრათ, კურკებიანად თასში მოათავსოთ, მდუღარე წყალი დაასხათ და ადუღებამდე მიიყვანოთ. 1 ჭიქა მიღებული კომპოტი რბილობთან ერთად დღეში 2-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
  • ხურმის ნაჭრები შეგიძლიათ გამონაყარზე წაისვათ. თავისი ბაქტერიოციდული თვისებებით ხურმა ანთებას ამცირებს.
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის აშლილობის და ქრონიკული დიარეის დროს: 6 მწიფე ნაყოფი დაჭერით, 3 ჭიქა წყალი დაასხით და 20 წუთით თავდახურულ ჭურჭელში სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. გადაწურეთ და 0,5 ლ სითხე ყოველ 4 საათში დალიეთ.

ყურადღება! სისხლში შაქრის რაოდენობის გაზრდის უნარის გამო ხურმის მიღება შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებული არაა. უკუჩვენებულია კუჭ-ნაწლავზე ოპერაციის შემდეგ, ასევე ნაწიბურების, სუსტის საჭმლის მონელების და სიმსუქნის დროს. ამასთან, ხურმის რძესთან ან ცივ წყალთან ერთად მიღება არ შეიძლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს