ჩვეულებრივი რეჰანის სამკურნალო თვისებები

2870

ეს მცენარე, აგრეთვე, ცნობილია ბაზილიკის სახელითაც, რამდენადაც მისი სახელწოდება ლათინურად Ocimum basilicum, ხოლო ქართულად – ჩვეულებრივი რეჰანია. რეჰანი იზრდება ნაკვეთებსა და სახლების გარშემო მიწაზე, იყიდება ბაზარზე. არ გაუშვათ ხელიდან საზაფხულო სეზონი და გამოჯანმრთელდით ამ მცენარის გამოყენებით, სანელებლისა და ჩაის სახით.

  1. მცენარე ზრდის საერთო ტონუსს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის შემოდგომაზე და ზამთარში, როცა ხშირად ვცვივდებით მელანქოლიაში და ყველგან გვეძინება.
  2. აღადგენს საკვების მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, რამდენადაც ასტიმულირებს საკვების მონელებას და ხელს უშლის კუჭში საკვების შეკავებას.
  3. ხალხური მედიცინა გვირჩევს რეჰანის გამოყენებას აბაზანებში, დამამშვიდებელი საშუალების სახით.
  4. რეჰანის ნახარშებს სვამენ ხველის (განსაკუთრებით, ხანგრძლივი), თავის ტკივილის, შარდსასქესო ორგანოების ანთების დროს.
  5. მცენარის ეთერზეთებს ბაქტერიციდული თვისებები აქვს.
  6. სტრესის დროს საკმარისია, ამ ზეთის რამდენიმე წვეთი დაასხათ ეთერულ ლამფას, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
  7. არანაკლებ სამკურნალო მოქმედება აქვს ზეთს უძილობის, შაკიკის, დაბნეულობის დროს.
  8. კბილის ტკივილის დროს რეკომენდებულია 1 წვეთი ზეთის ჩაწვეთება 0.5 ჭიქა მდუღარე წყალში და გამოივლეთ ამ საშუალებით დაზიანებული კბილი დღეში 4-6-ჯერ.
  9. ნერვული სისტემის დაავადებების დროს კარგია რეჰანიანი ჩაი: 1 ს.კ. დაქუცმაცებუბლ მცენარეს (ღეროებს და ყვავილებს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5-10 წუთით და დააყენეთ 30 წუთით. მიიღეთ 0.25 ჭიქა ჭამამდე, დღეში ოთხჯერ.
  10. იგივე ჩაი აჩერებს ღებინებასა და გულისრევას.
  11. თუ დილით რეჰანიან და თაფლიან ჩაის მიირთმევთ, დღის განმავლობაში გაგიჩნდებათ უამრავი ახალი იდეა, შრომისუნარიანობა კი საღამომდე მაღალი იქნება.
  12. ინდოელმა ფარმაცევტებმა დაამტკიცეს, რომ მცენარე ზრდის ორგანიზმის თავდაცვის უნარს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. მეცნიერები გვირჩევენ რეჰანის საკვებში დამატებას ყოველდღიურად.
  13. არ დაგავიწყდეთ რამდენიმე ხმელი რეჰანის მოთავსება კარადაში: ეს არამხოლოდ სასიამოვნო სუნს მიანიჭებს იქაურობას, არამედ ტანსაცმელს ჩრჩილისგან დაიცავს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს