მინდვრისნემსას ნაყენი
ეს მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას აქვს თხელი, დაღარული, ამომავალი, 20-80 სმ სიმაღლის ღეროები. მინვრისნემსას ფოთლები მუქი მწვანე, წაწვეთებული, ვიწროხაზოვანი, ზემოდან შიშველი და ქვემოდან მორუხო ბუსუსებით დათბილულია. მცენარეს აქვს წვრილი, ლიმონივით ყვითელი, მოგრძო მტევნად მოგროვილი ყვავილები. მინდვრისნემსა ყვავის ივნის-ივლისში. ეს ხალხში ძალიან პოპულარული მცენარეა, რომელსაც თბილ, დიდ ოთახებში აშრობენ.
სამკურნალო მიზნებით, მცენარეს ყვავილობის პერიოდში კრეფენ. მასში აღმოაჩინეს გლიკოზიდები, ტანინები, მფრინავი ზეთები, საპონინები, ასკორბინის მჟავა და სხვ. მინდვრისნემსას აქვს შარდმდენი, სისხლის შემაჩერებელი, ანთების საწინააღმდეგო, სედატიური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მინდვრისნემსას პრეპარატები გამოიყენება საკვების მომნელებელი ტრაქტის ანთებითი დაავადებების, ფაღარათის, შარდსასქესო სისტემის დაავადებების, ეპილეფსიის, ისტერიის, ბავშვებში კონვულსიების, ვეგეტონევროზების, ჰეპატოქოლეცისტიტის, ეკზემის, ფსორიაზის, ათეროსკლეროზისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.
ნაყენის მომზადება: 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ 100 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
პიტნა
პიტნა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას აქვს ამომავალი ან სწორი, განტოტვილი, შიშველი ან დაშვებული ღერო. ფოთლები დამხმარე, უბრალო ან დაგრძელებულ-ელიფსური, ბუსუსებიანია. მას აქვს მოვარდისფრო-მოთეთრო, მჭიდრო ყვავილები. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
სამედიცინო გამოყენებისთვის, პიტნის ფოთლებსა და ღეროებს ყვავილობის დასაწყისში კრეფენ. აშრობენ თბილ და დიდ ოთახებში, რომლებიც კარგად ნიავდება. მცენარეში აღმოჩენილია მფრინავი ზეთი, რომლის შემადგენლობაშიც შედის მენთოლი, გლუკოზა, კაროტინი და სხვ.
პიტნის პრეპარატები გამოიყენება სპაზმოლიტიკურ, ანტისეპტიკურ, დამამშვიდებელ, ანტიკონვულსიურ, შარდმდენ, ოფლმდენ და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებად.
პიტნაზე დამზადებული საშუალება ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში გულის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადეების დროს, სტრესული მდგომარეობების შემდეგ, ძილის გასაუმჯობესებლად, რადიკულონევრიტების, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების, ხუთვის სამკურნალოდ.
პიტნის პრეპარატები გვეხმარება ქოლე- და ნეფროლიტიაზების, ჭლექის, პროსტატიტის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, პოლიართრიტისა და სხვა პრობლემების მკურნალობაში.
ნაყენის მომზადება: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და მიიღეთ 100 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სპირტიან ნაყენს ამზადებენ 1:5 თანაფარდობით, აყენებენ 30 დღით. სამკურნალო მიზნით იღებენ 30-40 წვეთს 1 კოვზ წყალში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ზეთოვანი ხსნარის მომზადება: 200 გ პიტნის დაქუცმაცებულ ფოთლებს შეურიეთ 1 ლ მზესუმზირის ზეთი, დააყენეთ 15 დღე. გამოიყენეთ, როგორც გარეგანი საშუალება ნევრიტის, პლექსიტის, რადიკულიტის, დამწვრობის დროს.