კვლევა: ქათმის კვერცხი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს

379

სადღაც მოვისმინე, რომ დღეში ქათმის ერთი კვერცხის ჭამა თამამად შეგვიძლია. ავნებს თუ არა ეს ორგანიზმს და გამოიწვევს თუ არა სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას? პატივისცემით, ვ.ფ.

თავის წიგნში “ორგანიზმის სათადარიგო შესაძლებლობები. სუნთქვა. ცნობიერი. მითები და რეალობა”, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივან ნეუმივაკინი კვერცხის მოხმარებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს იძლევა:

კვერცხი – კარგი ენერგეტიკული პროდუქტია, რომელშიც მოზარდი ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ელემენტია. თუმცა, მისი უმად მოხმარება არასასურველია (გარდა მწყერის კვერცხისა, რომელიც თითქმის სტერილურია), რამდენადაც კვერცხის ცილა ბლოკავს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინის, ბიოტინის მოქმედებას, რითაც არღვევს მიმოცვლით პროცესებს. მოხარშული კვერცხი ცუდად აითვისება, მისი მონელებისთვის ბევრი ენერგიაა საჭირო. გარდა ამისა, ხანგრძლივი თერმული დამუშავების შემდეგ, კვერცხში არსებული ძვირფასი ამინომჟავები ქრება.

უმჯობესია, მიირთვათ თხევადგულიანი კვერცხი: მოათავსეთ ცივ წყალში და ადუღების შემდეგ ხარშეთ 20-25 წუთით. ასევე, კარგად აითვისება ერბო-კვერცხი, მომზადებული შემდეგნაირად: ცალ-ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილები და გულები, შემდეგ გააერთიანეთ და დაასხით ტაფაზე.

რაც შეეხება კვერცხში ქოლესტერინის შემცველობას, ორგანიზმში მოხვედრისას იგი თითქმის არ ახდენს გავლენას ქოლესტერინის საერთო დონეზე. პირიქით, კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფოლიპიდებს, ძირითადად, ლეციტინს, რომელიც მონაწილეობს ქოლესტერინის მიმოცვლის პროცესში და შედის უჯრედული მემბრანების შემადგენლობაში.

გარდა ამისა, სწორედ კვერცხი შეიცავს ყველაზე ძვირფას ცილებს, რომლებსაც ორგანიზმი სრულად ითვისებს. კვერცხის გულები შეიცავს А, D, E ვიტამინებსა და ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა რკინა, თუთია, გოგირდი. ამიტომაც, კვერცხის მოხმარება რეკომენდებულია ანემიის დროს, ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, როგორც საერთოგამაძლიერებელი საშუალება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს