ეს სასმელი ქალის, და არა მხოლოდ, ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავ პროფილაქტიკას წარმოადგენს. ის ორგანიზმს წიდებისგან წმენდს, თირკმლები კენჭებისგან თავისუფლდება, ნაწლავები ლპობის ფერმენტაციისგან, სისხლძარღვები ბლოკირებისგან, ხოლო ღვიძლი ყველაფერი ზედმეტისგან. გაზის ცვლა და ჟანგვის პროცესები უმჯობესდება.
ხალხური მედიცინა ჭარხლის ბურახს ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ საუკეთესო არამედიკამენტურ საშუალებად მიიჩნევს. 1 ჭიქა ახალი ჭარხლის ბურახი 20 წუთში წნევას ამცირებს, ხოლო სიმპტომები იმწამსვე ქრება. ასეთი მკურნალობა არტერიულ წნევას არეგულირებს, ამასთან ეფექტი წლები გრძელდება. ამ სასმელის სარგებელი წნევის დარეგულირებით არ შემოიფარგლება. ჭარხლის ბურახი მთელ ორგანიზმზე გავლენას ახდენს.
ჭარხლის ბურახი სისხლძარღვებს აფართოებს, რიტმულ შეკუმშვას არეგულირებს, სისხლძარღვების დაბლოკვას ხელს უშლის, ლიმფურ სისტემას, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, ღვიძლს, თირკმლებს წმენდს და ათეროსკლეროზის დროს სასარგებლოა.
პირველ რიგში, სასმელი სასარგებლოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა, რკინადეფიციტური ანემია და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა აწუხებს. ჭარხლის ბურახი უნიკალური, ბუნებრივი ზოგადი გამაძლიერებელი საშუალებაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, ყაბზობას და ნაწლავების სხვა პრობლემას აქრობს.
ნივთიერებათა ცვლაზე მისი სასარგებლო ეფექტის გათვალისწინებით, ჭარხლის ბურახი ჭარბი წონის ადამიანებისთვის რეკომენდებულია. სპორტის, დიეტის და ჭარხლის ბურახის კომბინაციით უმოკლეს დროში გასაოცარი შედეგის მიღებას შეძლებთ.
ჭარხლის ბურახის მომზადების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: საფუარით და საფუარის გარეშე.
უსაფუარო მეთოდი, უფრო ძველია, მაგრამ უფრო დიდხნიანი: ბურახი მზად 3-5 დღის შემდეგ იქნება.
ინგრედიენტები:
- 500 გრ ჭარხალი
- 3 ლ წყალი
- 50 გრ ჭვავის პური
- 10 გრ საფუარი
- 100 გრ შაქარი
უმი ჭარხალი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ, თხელ ნაჭრებად დაჭერით და ღუმელში გამოაშრეთ. შემდეგ მცირე რაოდენობით მდუღარე წყალი დაასხით (წყალი ჭარხლის მხოლოდ ზედაპირს უნდა ეხებოდეს) და მომზადებამდე ხარშეთ. ნახარში გადაასხით და დარჩენილი მდუღარე წყალი დაასხით (მიღებული ნახარში სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს), შავი პური, შაქარი, საფუარი დაუმატეთ და 1-2 დღე ბნელ ადგილას დუღილისთვის გააჩერეთ. ამის შემდეგ ბურახი გადაწურეთ და გააგრილეთ.
მოთუშული ჭარხალი შეგიძლიათ სხვა კერძების მოსამზადებლად გამოიყენოთ.
საფუარის მეთოდის დროს ბურახი 2 დღეში მზადაა. მართალია, ასეთი სასმელი უფრო გამაგრილებელ სასმელად გამოდგება.
ინგრედიენტები:
- 1 მსხვილი ზომის ჭარხალი
- 2 ლ წყალი (ადუღებული ან გაფილტრული)
- 4 ს/კ შაქარი
- 1 ჭვავის პურის ქერქი
გასუფთავებული ჭარხალი წვრილად დაჭერით, მინის ქილაში მოათავსეთ, მდუღარე წყალი დაასხით, შაქარი და ჭვავის პურის ქერქი დაუმატეთ. ქილას მარლა დააფარეთ და 3 დღე დუღილისთვის გააჩერეთ. ამის შემდეგ ბურახი გადაწურეთ, ბოთლებში ჩაასხით, შეფუთეთ და გააგრილეთ.