ჩაის სოკოს სახლის პირობებში ნულიდან ვზრდი და მინდა ეს ხერხი თქვენც გასწავლოთ.

1857

ჩაის სოკო ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მას გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, ამიტომ ჩაის სოკო ინფექციური და ბაქტერიული დაზიანების (გრიპი, მწვავე ვირუსული ინფექცია, კონიუნქტივიტი, ნაწლავების ინფექცია) სამკურნალოდ გამოიყენება. ჩაის სოკოს სასარგებლო თვისებებს კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ – შეგიძლიათ აკნე, ძირმაგარა, ალოპეცია, ფრჩხილების და კანის სოკოვანი დაზიანება განიკურნოთ.

ჩაის სოკოს გამოყენება გასახდომად: სასმელი ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს, უჯრედებსა და ქსოვილებში ნივთიერებების ცვლას აჩქარებს, ჭარბ მარილს და სითხეს გამოდევნის.

ჩაის სოკოს ტკივილგამაყუჩებელი თვისებებიც აქვს: კბილის ტკივილის დროს ნაყენს პირის ღრუში ივლებენ, დამწვრობის შემდეგ კანზე ისვამენ.

ჩია სოკოს სასარგებლო თვისებებს ათეროსკლეროზის, ართრიტის და რევმატიზმის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით იყენებენ. სამკურნალო სასმელი თირკმლებიდან ქვიშის და წვრილი კენჭების გამოდევნას ხელს უწყობს, რადგან შარდმდენი მოქმედება გააჩნია. ჩაის სოკო თავის ტკივილს ამცირებს, ასევე საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოქმედებას აწესრიგებს.

ჩაის სოკო ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობასაც არეგულირებს. დაძაბული გონებრივი აქტივობის (გამოცდები, სტრესი სამსახურში) დროს ჩაის სოკოს მატონიზირებელი და გამამხნევებელი მოქმედება გააჩნია, რასაც მასში შემავალი კოფეინი უზრუნველყოფს.

ჩვენს დროში ჩაის სოკო კვლავ მოდაში შემოვიდა. მას ყიდიან კიდეც, ოკეანიდან მოაქვთ და საშინლად განიცდიან, თუ სოკო გზაში იღუპება. იცით თუ არა, რომ ჩაის სოკო შეგიძლიათ თავად გაზარდოთ სრულიად ნულიდან, ცარიელ ადგილზე? ამის გაკეთება ძალიან მარტივია.

ჩაის სოკოს ბედნიერი მფლობელი რომ გახდეთ, სამზარეულოს ჰიგიენის მხრივ გაუცნობიერებელი საოცრება უნდა მოახდინოთ. უფრო ზუსტად – ჩაის ძლიერი ნაყენი თბილ ადგილას 3 დღე გააჩერეთ. სწორედ ამ დროს მის ზედაპირზე ზეთოვანი ფირფიტა წარმოიქმნება, რომელიც შესაგრძნობლად საზიზღარი ლორწოვანია.

სუფთა დიასახლისი დაუყონებლივ მას გადაასხამს და ჩაიდანს გამორეცხავს, მაგრამ თქვენი დღევანდელი მისია ჩაის სოკოს გაზრდაა. აქ კი ცერემონიები საჭირო არაა. წარმოქმნილ ლორწოვან გარსს გამაგრების საშუალება მიეცით. თუ ჩაის ნაყენი ოდნავ ტკბილი იქნება, პროცესი დაჩქარდება. 1-1,5 თვის შემდეგ ყოფილი ობი (რაც ასევე სოკოა) ნაცნობ ფორმას და მკვრივ კონსისტენციას მიიღებს. მრავალი რეკომენდაცია გვირჩევს, რომ ჩაის სოკო ვაშლის ძმარში მოვათავსოთ, რადგან ეს სოკო სტრუქტურების სიმბიოზია. ამ შემთხვევაში ღვინის ან ვაშლის ძმრის ნალექი ჩაის აურიეთ, რომ საჭირო გარემო შექმნათ.

ჩაის სოკო ერთხელ უჩვეულო მეთოდით გაჩნდა – წვენზე. ჩვეულებრივ ვაშლისგან: ჟურნალისტს 1 ჭიქა ვაშლის წვენის დალევა დაავიწყდა და მაგიდაზე დატოვა, შემდეგ კი მივლინებაში წავიდა. დაბრუნებულზე გაოგნდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ თავისი ქნა: ჯერ სუფთა წყალში გადაიტანა, შემდეგ კი ტკბილ ჩაის ნაყენში. ძველებურად ქილას მარლა გადააფარა და დაელოდა. ძალიან მალე სოკოს მოცულობა გაიზარდა და მთელი ქილის სივრცე დაიკავა. ჩაის ხსნარი დროთა განმავლობაში ღია გახდა – ჟანგვითი პროცესის აშკარა ნიშანი, რაც ჩაის სოკოს ბურახად გარდაქმნის პერიოდს ახასიათებს. ფართო სოკო გაიზარდა და სისქეში ზრდაც დაიწყო.

კიდევ ერთი მეთოდი: თერმოსი და ასკილის ნაყოფი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ ხმელი ასკილი გამოიყენოთ, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, თერმოსი ნებისმიერი ( მინის, საკვები ლითონის, თანამედროვე). თერმოსი კარგად გარეცხეთ და მდუღარე წყალი გადაავლეთ.

ასკილის ნაყოფსაც მდუღარე წყალი გადაავლეთ, თერმოსში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით – 20-30 ცალ ასკილზე ნახევარი ლიტრი წყალი. ჰერმენტულად დაახურეთ და 2 თვე არ გახსნათ. ესეც ასე.

2 თვის შემდეგ თერმოსის დიამეტრის ზომის ახალ, სქელ ჩაის სოკოს მიიღებთ. ის სასმელის მისაღებად მზად არაა. ანადუღარ ცივ წყალში გარეცხეთ, მინის ქილაში გადაიტანეთ, დაშაქრული ჩაის გრილის ნაყენი დაასხით. სათანადო მოვლის პირობებში სოკო ქილის დიამეტრის ზომამდე გაიზრდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს