წითელი ჭარხალი ფარისებრ ჯირკვალს აჯანსაღებს და დაღლილობას ხსნის

0
1436
ფოტო: form PxHere

სისხლის თვისებებს აღადგენს

ჭარხალში იმდენი აქტიური იოდია, რამდენიც ზღვის კომბოსტოში. სწორედ ამიტომ, ბოსტნეულის მიღება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას არეგულირებს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ადამიანი აღარ იყინება, დაღლილობა ქრება და აქტიური მოძრაობის სურვილი ჩნდება.

ჭარხალი იმდენ რკინას შეიცავს, რამდენსაც რეკორდსმენი ნიორი. გარდა ამისა, მასში P ვიტამინი და ფლავონოიდები (ფერს ანიჭებს) შედის, რომლებიც არტერიულ წნევას არეგულირებენ და სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ, მათ ათბობენ. ჭარხალი სისხლის თვისებებს აღადგენს და წმენდს.

გამა-ამინოთეზიანი მჟავის შემცველობის წყალობით მისი ხშირი მოხმარება მეხსიერებას და მხედველობას აუმჯობესებს. ეს აიხსნება იმით, რომ მჟავა ტვინის ნერვულ უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და ნეირონები სწრაფად „ახალგაზრდავდება“.

ამ ძირნაყოფში შემავალი პექტინები და უჯრედისი ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს და მის გაწმენდას ხელს უწყობს. ორგანიზმი წიდებისგან და ქრონიკული ყაბზობისგან თავისუფლდება.

განსაკუთრებული თვისება

ჭარხალში შემავალი უნიკალური ნივთიერებები სხვა ძირნაყოფში ჯერ ნაპოვნი არაა – ბეტაინი და ბეტანინი. ალკალოიდური ნაერთები საკვების დაშლას და ათვისებას ხელს უწყობენ. მათი წყალობით ჭარხალი კაპილარებს აძლიერებს, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ცხიმოვან ცვლას აუმჯობესებს, ღვიძლში ცხიმის დაგროვებას აფერხებს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.

ჭარხალი ბოსტნეულებს შორის თუთიის შემცველობით რეკორდსმენია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტიკებისთვის, რადგან თუთია ინსულინის მოქმედებას აძლიერებს და მხედველობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ჭარხალი სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მოქმედებას აძლიერებს.

ჭარხლის კოტლეტები

რა თქმა უნდა, მოხარშული ჭარხლის ხშირად ჭამა საინტერესო არაა, ამიტომ გირჩევთ, რომ მისგან სხვადასხვა კერძები მოამზადოთ. მაგალითად, კოტლეტები.

ჭარხლის კოტლეტების რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 1 გამომცხვარი ჭარხალი
  • 1 საშუალო ზომის ხახვი
  • 2 ს/კ მოხარშული ბრინჯი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 150 გრ ხმელი ყველი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

საფანელისთვის

  • 3-4 დაქუცმაცებული ნიგოზი
  • 1 ჩ/კ დაქუცმაცებული დიდი კამის თესლი
  • 1 ს/კ დაფშვნილი ორცხობილა

მომზადება:

  1. ჭარხალი გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. დაჭრილი ხახვი ოდნავ შეწვით. ჭარხალი, ხახვი და ცოტა ფქვილი აურიეთ.
  2. გარეცხილი და მოხარშული ბრინჯი მზა მასას აურიეთ. რა თქმა უნდა, კოტლეტის დიდი ნაწილი ჭარხლისგან უნდა შედგებოდეს. მზა მასა მაცივარში 1-2 დღე შეინახეთ.
  3. ხმელი ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და 1 ჩ/კ კოტლეტებს ისე დაუმატეთ, როგორც ღვეზელის შიგთავსი. როცა კოტლეტებს შეწვათ, ყველი გადნება და შუაში გემრიელად გამოცხვება.
  4. კოტლეტების ფორმები საფანელში კარგად ამოავლეთ და ტაფაზე ან ღუმელში შეწვით. როგორც კი კოტლეტები მზესუმზირას ზეთში შეიწვება და ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს – მზადაა.
  5. დიდხანს კოტლეტის წვა არ ღირს, რადგან ყველა კომპონენტი უკვე მზადაა. სხვათა შორის, თუ ბრინჯი დაგრჩათ, გარნირის სახით გამოიყენეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი