მწვანე ჩაი არტერიულ წნევას ზრდის, ხოლო ცივი ჰიბისკუსის ჩაი წნევას ამცირებს

0
1496
ფოტო: Paolo Sapio on Pexels

„გთხოვთ, მითხარით, თუ რა ჩვენება და უკუჩვენება აქვს შავი, მწვანე და ჰიბისკუსის ჩაის მოხმარებას. როგორ მოვამზადოთ და დავლიოთ სწორად? განსაკუთრებით მათ, ვისაც არტერიული წნევის პრობლემები გვაწუხებს? პატივისცემით, ვლადიმერ მაზურიკი“

წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს.

მწვანე ჩაი არის ჩაის ფოთლები ფერმენტაციის გარეშე. ის ტანინებს და კატექინებს (პოლიფენოლები) შეიცავს, რომელთა შემადგენლობაშიც ძლიერი მკვებავი მოლეკულები შედის. შავი ჩაის (სინამდვილეში, ეს წითელი სახეობაა) წარმოების პროცესში პოლიფენოლები ნადგურდება, მწვანე ჩაისგან განსხვავდება, სადაც ისინი უხვად გვხვდება. მწვანე და შავი ჩაის ეთერზეთები არომატს ქმნიან, ხოლო კოფეინი მათ მატონიზირებელ ეფექტს ანიჭებს.

მწვანე ჩაი ფიზიოლოგიურად ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს. მისი ნახარში რეკომენდებულია დიზენტერიის და დისპეპსიის დროს. ის სისხლის წარმოქმნის მასტიმულირებელი ბალახების ნაკრებში შედის.

ნებისმიერი ჩაის მომზადებამდე სპეციალურ ჩაიდანს ან სხვა ჭურჭელს მდუღარე წყალი უნდა გადაავლოთ, შემდეგ კი დააყენოთ. ჩაის ფოთლები მშრალ სითბოს შეიწოვენ და მდუღარე წყლის დასხმის დროს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს ვერ იგრძნობენ, ასე კი არომატს უფრო უკეთ გამოავლენენ. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ჩაის გემოს თვისებებს აუარესებს. მწვანე და შავი ჩაის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზზე 200 მლ წყალი გამოიყენეთ.

შავ ჩაის მდუღარე წყალს ასხამენ, ხოლო მწვანე ჩაის თითქმის ადუღებამდე მიყვანილ წყალს, რომელიც 80-90 გრადუს ტემპერატურამდე გაგრილებულია (ასე მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებების შენარჩუნება ხდება), კოვზით ურევენ და 2 წუთით აყენებენ. შავ ჩაის იმწამსვე სვამენ, ხოლო მწვანე ჩაი შეგიძლიათ 2-3-ჯერ დააყენოთ, ასე თავის მიკროელემენტებს (სპილენძი, მაგნიუმი და ა.შ.) და რუტინს უფრო მეტად გასცემს.

ჩაის შეგიძლიათ სხვადასხვა მწვანილები დაუმატოთ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში მისი გავლენა იცვლება. კერძოდ, სასმელში პიტნის ან თავშავას დამატება და ღამით დალევა დაუცველ ქალებში უძილობას და უმიზეზო ტირილს, კაცებში კი შფოთვას გამოიწვევს. საერთოდ, ნებისმიერი სამკურნალო მცენარე შეგიძლიათ ჩაისთან ერთად მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში მიიღოთ, შემდეგ კი 1 თვე უნდა შეისვენოთ.

მწვანე ჩაის არტერიული წნევის გაზრდის უნარი აქვს, ამიტომ ჰიპერტონული დაავადების დროს ეს უნდა გაითვალისწინოთ.

ჩვეულებრივ, ჩაის საშუალო დღიური დოზა 3 ჭიქაა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მწვანე ჩაი სჯობს დღის პირველ ნახევარში დალიოთ, რომ უძილობა არ გამოიწვიოთ. ღამით მუშაობის მოყვარულებს შეუძლიათ ჩაის კონცენტრაცია 1 ჭიქა წყალზე 2 ჩაის კოვზამდე გაზარდონ.

წითელი ვარდის ჰიბისკუსის ჩაიც სასარგებლოა. დაბალი არტერიული წნევის დროს გირჩევთ, რომ ცხელი ჩაი დალიოთ, ხოლო მაღალი წნევის დროს – ცივი. დააყენეთ ისე, როგორც ჩვეულებრივი შავი ჩაი. ძველ ეგვიპტეში ეს სასმელი სილამაზის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო.  დღეს ჰიბისკუსი ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტად არის აღიარებული, რომელიც ადამიანს დაბერებისგან იცავს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი