პომიდვრის ცხარე სოუსი პიკანტური გემოს მოყვარულთათვის

516

მე მიყვარს თურქული სამზარეულო და მისი უჩვეულო რეცეპტები. ჩემს კოლექციაში უამრავი რეცეპტია თურქეთიდან, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ყველაზე მეტად მომეწონა – ესაა პომიდვრის ცხარე სოუსის რეცეპტი. თურქული კერძები, უმეტესად, ცხარეა, და არც ეს სოუსია გამონაკლისი.

პომიდვრის სოუსი

ინგრედიენტები

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 3 კგ პომიდორი
  • 200 გ ცხარე წიწაკა
  • 6-8 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • დაფქული ბეგქონდარა

მომზადება

  1. დასაწყისისთვის, გარეცხეთ ბადრიჯანი და წიწაკა. გააშრეთ და დაალაგეთ საცხობ ფორმაზე. აცხვეთ ბოსტნეული 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. წიწაკა 30 წუთში გამოიღეთ, ბადრიჯანი კი 1 საათით გააჩერეთ.

2. ამასობაში მიხედეთ პომიდორს. კარგად გარეცხეთ, გააცალეთ ყუნწები და დააბლენდერეთ. ცალკე, ისევ ბლენდერით დააქუცმაცეთ ნიორი.

3. გაგრილების შემდეგ, ცხარე წიწაკა წვრილად დაჭერით, ხოლო ბადრიჯანს რბილობი ამოაცალეთ და დააქუცმაცეთ. ბადრიჯნის კანი გადაყარეთ.

3. პომიდვრები დადგით ცეცხლზე. როცა მასა ადუღდება, დაუმატეთ ნიორი, შაქარი, მარილი, პილპილი და ბეგქონდარა. შემდეგ დაუმატეთ ბადრიჯანი და წიწაკა, კარგად მოურიეთ. აცადეთ დუღილი 5-7 წუთით.

5. აიღეთ სოუსი ცეცხლიდან და ჩაასხით მომზადებულ ქილებში. სტერილიზება საჭირო არაა, თუმცა ქილის თავსახურები წამოადუღეთ. დაახურეთ ქილებს, ჩააბრუნეთ და აცადეთ გაგრილება. 1 დღის შემდეგ, სოუსი უკვე საკვებად ვარგისია.

ეს პომიდვრის სოუსი შესანიშნავია ბორშთან, მაკარონთან ან ნებისმიერ სხვა რამესთან, თქვენი გემოვნებით. გემოთი იგი ცხარე და გაჯერებულია. თუ ცხარე არ გიყვართ, შეცვალეთ ცხარე წიწაკა ბულგარულით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს