კერატმა თავისი შემადგენლობით და თვისებებით შოკოლადი ჩამინაცვლა.

0
547
ფოტო: PublicDomainPictures on Pixabay

„გთხოვთ კერატის თვისებების შესახებ ინფორმაცია დაწერეთ. ნამდვილად შეუძლია კაკაოს ჩანაცვლება? პატივისცემით, თქვენი მკითხველი“

წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს.

კერატი (ლათ.Ceratonia siliqua) არის ფხვნილი, რომელსაც კერატის ხის ხმელი ნაყოფიდან იღებენ. უმი სახით ღეროები საკვებად უვარგისია. ჯერ კიდევ მოუმწიფებელ ნაყოფს კრეფენ და მზეზე ახმობენ, ასე უფრო ტკბილი ხდება. კერატი არის პროდუქტი, რომელსაც ხშირად შაქრის შემცველად იყენებენ, მაგრამ ის ბევრად უფრო სასარგებლოა. ასევე რეკომენდებულია, რომ დიაბეტიკებმა და ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა შოკოლადის ნაცვლად გამოიყენონ.

შოკოლადის და კერატის გემო განსხვავდება, მაგრამ მათ ბევრი საერთო აქვთ. კერატი კაკაოს ჰგავს, მაგრამ მომწარო გემო არ აქვს და უფრო ტკბილია. მომზადების დროს უფრო ნაკლები შაქარი სჭირდება. მცხობელები შესაძლებლობის მიხედვით ჩვულებრივი კაკაოს ფხვნილის კერატით ჩანაცვლებას ცდილობენ.

კაკაოს ფხვნილსა და ყავასთან შედარებით კერატს გარკვეული უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ესაა მშრალი პირობები, რომელშიც ხე იზრდება და რომლის ქვეშ მავნებლები თითქმის არაა. სწორედ ამიტომ, ძალიან ცოტა პესტიციდებს იყენებენ ან საერთოდ არ იყენებენ. კერატი ნაკლებ ცხიმს და ბევრ ნახშირწყალს და კალციუმს შეიცავს.

კერატში კოფეინის და თეობრომინის სტიმულატორი არაა, რომელთაც მიჩვევის და ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ასევე კერატში ფენილტილამინი და ფრომამინი არ გვხვდება, რაც ხშირად შაკიკის და ალერგიის მიზეზი ხდება.

კერატში არ შედის მჟაუნმჟავა, რომელიც ორგანიზმს კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი კალციუმის და თუთიის ათვისებაში ხელს უშლის. შოკოლადში მჟაუნმჟავას არსებობა შეიძლება აკნეს მიზეზი იყოს, რაც ჩვეულებრივ მოზარდობის პერიოდში შოკოლადის ჭარბი მოხმარების შემდეგ ვლინდება. კერატი 8 % ცილებს და A, B, B2, B3 და E ვიტამინებს შეიცავს. მასში ბევრი კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი და მაგნიუმია, ასევე რკინა, სპილენძი, ნიკელი, მანგანუმი და ბარიუმი.

კერატისგან სასარგებლო ცხელ რძიან სასმელს ამზადებენ, რომელიც კაკაოს ან „ცხელ შოკოლადს“ ძალიან ჰგავს. ზოგადად, კერატი ძალიან ბევრ კულინარიულ კერძებში შეიძლება გამოიყენოთ, სადაც კაკაო ან შოკოლადი გამოიყენება. კერატის გამოყენებით ორგანიზმს უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი