როგორ მოვუაროთ ორქიდეას სახლის პირობებში

0
405
ფოტო: publicdomainpictures

ორქიდეას ქალურობისა და სილამაზის სიმბოლოს უწოდებენ. გასაკვირი არაა, რომ ბევრს უნდა შინ ასეთი ყვავილის ქონა. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ უპრეტენზიო მცენარეებს, რასაც ვერ ვიტყვით პრეტენზიულ ორქიდეაზე. ეს იმიტომ, რომ გასაოცარი მცენარე, რომელიც სახლს ნამდვილ სადღესასწაულო ელფერს ანიჭებს, მალე უწყლოვდება.

და დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა ააყვავოთ ორქიდეა საშინაო პირობებში. მცენარის მოვლა არც ისეთი რთულია, როგორც თვლიან ხოლმე. მთავარია, ყველაფერი სწორად გააკეთოთ. და, თუ ყვავილის მოვლისთვის დროის კარგვა არ გაშინებთ, ესე იგი, გექნებათ მცენარის ნაზი კვირტების ჩანჩქერის ცქერის შანსი.

ორქიდეას ყვავილობა საშინაო პირობებში

პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, ესაა ოთახის ტემპერატურა. ორქიდეას უყვარს სითბო და ვერ იტანს სიცივეს, ამიტომ, მთელი მცენარის განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა მერყეობს ადამიანისთვის საკმაოდ კომფორტულ ფარგლებში: 18-დან 28 გრადუსამდე. თანაც, უკეთესი იქნება, თუ ჰაერის ტემპერატურა დღით 5 გრადუსით მაღალი იქნება, ღამესთან შედარებით.

“ორქიდეა ჩემი საყვარელი მცენარეა. ეს ყვავილი მისაღებ ოთახში 5 წელზე მეტია მიდევს და მახარებს იმით, რომ მუდმივად ყვავის. ზოგიერთ მომენტში, აქ ასზე მეტი ყვავილიც ყოფილა. ულამაზესი სანახაობაა!” – გვიზიარებს გამოცდილებას მებაღე ალექსეი გორობეი.

“და, პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ, რომ ორქიდეამ თავი კომფორტულად იგრძნოს? მოვაშოროთ მზის პირდაპირ სხივებს! წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოთლებზე დამწვრობები გარანტირებულია. ამის გათვალისწინებით, ჩემი ორქიდეა ოთახის სიღრმეში, ჟურნალის მაგიდაზე მიდევს. ვფიქრობ, აქ ყოფნა მოსწონს.” – ამატებს ალექსეი.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწორი მორწყვაც. ვიღაც თვლის, რომ მოურწყველობას მცენარის ზედმეტად მორწყვა სჯობს. ეს მიდგომა მისაღება სხვა ნებისმიერი მცენარისთვის, თუმცა არა ორქიდეასთვის.

საქმე ისაა, რომ ჭარბი მორწყვა ნიადაგში ტენიანობის დონეს ზრდის, რაც ორქიდეას ფესვების ლპობას იწვევს. ამიტომ, თუ ამ მცენარეს ზედმეტად მორწყავთ, ეს იშვიათად უნდა გააკეთოთ.

“ზაფხულში ორქიდეას 7 დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში – თვეში არაუმეტეს 2-3-ჯერ. ამასთან, რწყვის დროს მხოლოდ მცენარის მდგომარეობის მიხედვით ვხელმძღვანელობ. თუ ვამჩნევ, რომ ქვედა ყვავილები უწყლოვდება, ესე იგი, წყალი არ ჰყოფნის. იგივე ხდება, თუ ფოთლები აღარ დგას (ბაჭიას მსგავსად), არამედ ჩამოიწევა და რბილდება. სწორედ მაშინ ვრწყავ.” – ამბობს მებაღე.

შეგიძლიათ მორწყოთ ჩვეულებრივადაც, როცა მხოლოდ ფესვთა სისტემა სველდება თუმცა, თავად ალექსეი გორობეი გვირჩევს ისეთი მეთოდის გამოყენებას, რომლის დროსაც იგი სრულად ათავსებს ფესვთა სისტემას წყალში. ეს შესაძლებელია სპეციალური ქოთნის წყალობით, რომელსაც შიდა ნაწილში, ქვედა მხარეს ხვრელებიანი, ხოლო გარედან – უფრო დიდი ქოთანი აქვს.

ასეთი კონსტრუქცია უპრობლემოდ იძლევა შიდა ქოთნის ამოღებისა და, მორწყვის ნაცვლად, მისი წყლიან ჭურჭელში ჩადების შესაძლებლობას (მასშივე შეგიძლიათ სასუქის დამატებაც). საკმარისია ასე 15-20 წუთით გააჩეროთ, რომ მთელმა მცენარემ შეიწოვოს წყალი.

დროის გასვლის შემდეგ, ქოთანი უნდა ამოიღოთ. შეგიძლიათ წყალი ზემოდანაც მოასხათ, რის შემდეგაც სრულად დაწრეტის საშუალება უნდა მისცეთ. ამისთვისაა ქოთნის ქვედა ნაწილში ხვრელები საჭირო. რა თქმა უნდა, ზემოხსენებული მანიპულაციების ჩატარება გარეთ უფრო მოსახერხებელია, მით უმეტეს, თბილ ამინდებში.

როგორც ხედავთ, პრეტენზიული მცენარის მორწყვა და სწორად მოვლა რთული არაა. თუმცა, სწორედ ეს ხრიკები ააყვავებს ორქიდეას უხვად და მას თქვენი სახლის ნამდვილ დეკორაციად აქცევს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი