„გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ წავიკითხე და ფანქრით „მისი სასარგებლო თვისებები დავნომრე“. აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტს შეიცავს, ვიდრე ვფიქრობდი. 40 წელზე მეტია ამ მშვენიერ ბოსტნეულს საკუთარ თავზე ვიყენებ.
მსურს მკითხველს გოგრის წვენის მომზადების საკუთარი გამოცდილება გავუზიარო. ზოგიერთი გოგრა წვენის მისაღებად არის განკუთვნილი, ზოგი ფაფისა და ზოგიც თესლისთვის. იმ სახეობიდან, რომელიც წვენისთვისაა განკუთვნილი ცუდი ფაფა გამოდის (იშვიათი), ხოლო იმ სახეობიდან, რომელიც ფაფისთვის არის განკუთვნილი, წვენს ვერ გამოწურავთ. თავად გოგრას და მის წვენს ყოველდღე ვიღებ. ზამთარში 100-დან 300 ლიტრამდე ვაკონსერვებ. წვენს სამ ლიტრიან ქილაში ვასხამ, ადუღებამდე მიმყას, მაგრამ არ ვადუღებ. ზამთარში ვამზადებ, ხოლო გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ვსვამ. თუმცა არა 2 ჭიქას (1 დილით და 1 საღამოს), როგორც ამას მედიცინა გვირჩევს, არამედ 1,5-2 ლ დღეში და თავს კარგად ვგრძნობ. ჰემოგლობინი, ქოლესტერინი ნორმაშია, ღვიძლი და თირკმლები ასევე ნორმაშია. გოგრის და მისი წვენის მიღების შემდეგ კუჭის ტკივილი არ შემიმჩნევია, ხოლო თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული უკვე 40 წელზე მეტია მაწუხებს. და აი, სტატიის ბოლოს ვკითხულობ თქვენს გაფრთხილებას, რომ წყლულის დროს საზამთროს დალევა არ შეიძლება. რატომ? პატივისცემით, იური მიხაილოვიჩი“
წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს.
შესანიშნავია, რომ გოგრის წვენი და ფაფა თქვენზე სასარგებლოდ მოქმედებს. გოგრის წვენი გამაჯანსაღებელ პროცესებს ნამდვილად აჩქარებს. მოთუშული და მოხარშული ნაყოფი კუჭის მოქმედებას ააქტიურებს, ანთებით პროცესებს აქრობს და ტოქსინებს გამოდევნის. ასევე რბილობის და თაფლის ნარევი ძალიან სასარგებლოა.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ გოგრის წვენს ტუტე ეფექტი აქვს და ამიტომ მჟავიანობის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. მისი თვისება სასარგებლოა წყლულების დროს, რომელსაც კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობა ახლავს (ვფიქრობ, თქვენ ასეთი შემთხვევა გაქვთ). თუმცა კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს გოგრის ნებისმიერი სახით მიღება რეკომენდებული არაა. თუ წყლული უკვე 40 წელზე მეტია გაქვთ, გირჩევთ, რომ წვენის რაოდენობა შეამციროთ, რადგან ის არ ქრება. გოგრის მიღება არ ღირს, თუ დიარეის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე აშლილობისკენ მიდრეკილება გაქვთ. კუჭის წყლულის დროს ფორთოხლის, ვაშლის, ყურძნის, ალუბლის, ბროწეულის, გარგარის და ატმის წვენის დალევა არ შეიძლება.
აი, გოგრის და სტაფილოს წვენი (უკვე მითითებული შემთხვევების გარდა) მცირე პორციებით უნდა დალოთ და არა გამწვავების პერიოდში. სანაცვლოდ, წყლულის დროს კარტოფილის წვენი შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე დალიოთ. ის ორგანიზმში მჟავიანობას არეგულირებს და ამის გამო წვა, ბოყინი და ღებინება ქრება.