ხახვის გაზრდა ბოლქვისგან ორ ეტაპად ხდება: პირველ წელს იზრდება ხახვის ბოლქვი, ხოლო მეორე წელს – სრულყოფილი მოსავალი, ხახვის დიდი თავების სახით.
ყველაზე ხშირად, ჩვენ ვტოვებთ პირველ ეტაპს და უკვე მეორე ეტაპისთვის მზა ნერგს ვყიდულობთ. თუმცა, მას, დარგვამდე, გარკვეული პროცედურები უნდა ჩაუტაროთ. ნერგის ჩალბობა მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობასა დ ბა გადარჩენისუნარიანობას. ხსნარების გამოყენება კი მცენარის იმუნიტეტს აძლიერებს.
არსებობს ხალხური საშუალებების მთელი კომპლექსი, რომლითაც ხახვის ნერგი დარგვამდე უნდა დაამუშავოთ. თითოეული ათგაი თავისებურად ეფექტურია. გთავაზობთ მაგალითებს.
სანერგე ხახვი
როგორ მოვამზადოთ ხახვის დასარგავად?
40 გრადუსამდე გამთბარ წყალში 10 წუთით ჩალბობაც კი ხახვს დეზინფექციის ეფექტი ექნება. უმჯობესია, აიღოთ არა ქლორნარევი ონკნის, არამედ ჭის წყალი.
ასევე, კარგია “მარგანცოვკის” ხსნარიც. საკმარისია ნერგის მასში 15 წუთით გაჩერება.
უფრო რადიკალური გავლენა ექნება ნატურალურ, თუმცა შეძენილ საშუალება “ეპინ-ექსტრას”. ეს ბიომასტიმულირებელი პრეპარატია, რომელიც დამწიფებას აჩქარებს.
ხახვის საუკეთესოდ განვითარებისთვის, გახსენით 1 სათლ წყალში 1 ს.კ. სეზონური მინერალური სასუქები და ჩაალბეთ მასში ნერგი მთელი დღით.
დასარგავი მასალის დეზინფიცირება, აგრეთვე, შეუძლია კონცენტრირებულ მარილხსნარსაც. ცხელი წყლით სავსე სათლს დაუმატეთ 2 ს.კ. სელიტრა. გააჩერეთ მასში ნერგი 15 წუთით. ამის შემდეგ, იგი გაცილებით სწრაფად ამოცენდება.
დაბოლოს, ფერფლი. აუცილებელი არაა მასში დასარგავი მასალის ჩალბობა. უბრალოდ მოაყარეთ უკვე დარგულ ხახვს ფერფლი და შემდეგ მოაყარეთ მიწა. შესუქების ეს მეთოდი ხახვს ლპობისგან დაიცავს.
როგორ დავრგოთ ხახვის ნერგები? ეს უნდა გააკეთოთ მაისში, როცა ნიადაგი გამთბარია. თუ ნერგების ბრუნვის წესებს დაიცავთ, ერთსა და იმავე ადგილას მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოგიწევთ ნერგის გამოცვლა.
ხახვისთვის აკეთებენ არაღრმა ორმოებს, რომელშიც “ქუსლით” ქვემოთ ათავსებენ და ოდნავ აწვებიან ბოლქვს ისე, რომ ზედაპირი ნიადაგს გაუთანაბრდეს. ეს დაახლოებით 2-3 სმ-ია.
რიგებს შორის ოპტიმალური დაშორება 20, ხოლო თავად ნერგებს შორის – 8-10 სმ-ია.
დარგვის შემდეგ, სასურველია თხრილის ამოვსება ტორფით ან ნახერხით, რათა უფრო დიდხანს შენარჩუნდეს ნიადაგის ზედა ფენის ტენიანობა.
პირველი ზედა ფოთლების გაჩენის შემდეგ, რეკომენდებულია ქერიფქლათი დამუშავება: იგი 1:1 თანაფარდობით უნდა გააზავოთ წყალთან. შემდეგ კი ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ სარეველები არ გაჩნდეს.