რა შემთხვევებშია აუცილებელი სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება

403
Daughter soothes sad mother. Young woman calm mature woman

ჩენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ კეთილები ვიყოთ. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის სასარგებლო ხართ და მისთვის ბედნიერება მოგაქვთ. თუმცა, როცა სულ უფრო ხშირად გესმით: “ნამდვილი დედა ტერეზა ხარ!” – ეს უკვე განგაშის ზარია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიკეთის კეთების მოთხოვნილება სერიოზულად უშლით ხელს ნორმალურად ცხოვრებაში. უფრო წორად, მათი ცხოვრება უბრალოდ მეორეხარისხოვანი ხდება და ინგრევა კიდევაც.

დედა ტერეზას კომპლექსის მქონე ქალი ბევრის ცხოვრებით ისე ცხოვრობს, რომ, ხშირად, ამას თავადაც ვერ ხვდება. იგი სხვების წინაშე თავს ვალდებულად თვლის, იქნება ეს მშობელი, კოლეგა, და/ძმა, მეზობელი, რომელიც ოდესღაც დაეხმარა… მას თან დასდევს დანაშაულის შეგრძნება და დახმარების სურვილი. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა დგას ვიღაცის დახმარების დაუოკებელი სურვილის მიღმა.

ღირს თუ არა სიკეთის კეთება

შეიძლება იკითხოთ, რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი სხვას ეხმარებაო. საქმე ისაა, რომ ქალს, ხშირად, საკუთარი თავი და ახლობლები ავიწყდება. მაგალითად, ერთხელ გოგონა პატარა ქალაქიდან სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და წარმატებით დაქორწინდა. იგი პასუხისმგებლობას იღებს, რომ დაეხმაროს ნათესავებს (არა მხოლოდ მშობლებს) და აკეთებს მათვის ყველაფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს უხერხულად გრძნობს.

უგზავნის ფულს, ეხმარება ბიძაშვილებს უნივერსიტეტში მოწყობაში, უთანხმდება ექიმებს მკურნალობასთან დაკავშირებით… იგი ყოველთვის აკეთებს მათთვის რაღაცას, მაშინაც კი, თუ ამას არავინ სთხოვს. საბოლოო ჯამში, ქმარს ეს ბეზრდება, რადგან მისი ოჯახისთვის ცოლს სარგებელი არ მოაქვს, და მიატოვებს. ან, ხშირად გინახავთ, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველას სიკეთეს უკეთებენ, ვინმეს დახმარების ხელი გაეწოდებინოს? არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, რომ მუდმივ დახმარებას უცხო ადამიანებსაც უწევდნენ.

დედა ტერეზას კომპლექსის მქონე ქალი სხვების ცხოვრებით ცხოვრობს, საკუთარს კი უგულებელყოფს. იგი თავს ვალდებულ ადამიანად მიიჩნევს, რომელიც დანაშაულის გარეშეც დამნაშავეა ყველასა და ყველაფრის წინაშე. თუმცა, ნამდვილი პრობლემა მაშინ იწყება, როცა ქალი იწყებს საკუთარი თავის გახსენებას.

ამ მომენტში, მისი ცხოვრებისეული ჩვეულებები რადიკალურად იცვლება: გუშინ თავს დამნაშავედ გრძნობდა კაცობრიობის წინაშე, დღეს კი მთელი ეს კაცობრიობა უნდა უმადლოდეს დახმარებისთვის. მაშინ მისი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების ცხოვრებაც ჯოჯოხეთად იქცევა, რადგან ქალი წლების განმავლობაში დაგროვილი ბრაზის ნთხევას იწყებს.

პირველად, ქალების მიერ თავგანწირვის მსგავსი გამოვლინების შესახებ ხმამაღლა ისაუბრა ამერიკელმა ფსიქოანალიტიკოსმა კარენ ჰორნიმ. მისი აზრით, დედა ტერეზას სინდრომი ბადებს დანაშაულის გაუაზრებელ შეგრძნებას, რომელიც, დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამოყალიბდა. მაგალითად, ადამიანს ძალიან ავტორიტეტული და მკაცრი მშობლები ჰყავდა, რომლებიც მას ნებისმიერი საქციელისთვის სჯიდნენ ან ბავშვის გაღიზიანებასაც კი სიბრაზით პასუხობდნენ და თავს მუდმივად დამნაშავედ აგრძნობინებდნენ.

ბავშვს უჩნდება შიში ცუდი აზრების, გრძნობებისა და ქცევებისთვის მძიმე საზღაურის გადახდისა, ამიტომ ცდილობს, ყოველთვის წარმოაჩინოს მისი თავგანწირვა და სურვილი, დაეხმაროს ყველას ყველაფრით. წლების განმავლობაში, თანაგრძნობის წყურვილი ცხოვრების ნაწილი ხდება. ჩვეულებრივი თავგანწირვა საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრის საშუალებასაც აღარ ტოვებს, რადგან სამყაროში უამრავი ღარიბი და მზრუნველობამოკლებული ადამიანი, ძაღლი და კატაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, სიკეთისადმი ლტოლვა ფსიქოლოგიური პრობლემაა. მისი განსაზღვრა საკმაოდ მარტივია. დაფიქრდით, როცა არ შეგიძლიათ ვინმეს თხოვნის შესრულება, გიჩნდებათ თუ არა დანაშაულის შეგრძნება; როცა ადამიანები თავიანთ პრობლემებს გიზიარებენ, თვლით თუ არა თავს ვალდებულად, დაეხმაროთ; ამართლებთ თუ არა მათ, ვისაც დახმარება სთხოვეთ, მაგრამ არ დაგეხმარნენ; ცდილობთ თუ არა ახლობლების ცხოვრების დეტალებში შორიდანაც კი.

თუ ორ კითხვაზე მაინც უპასუხებთ დადებითად, ესე იგი, დედა ტერეზას კომპლექსი გაქვთ.

მისგან თავის დასაღწევად დაფიქრდით, რისთვის გრძნობთ თავს დამნაშავედ. ჩამოაყალიბეთ ყველაფერი ქაღალდზე, გაიხსენეთ ბავშვობა და ის, თუ რისთვის გიჯავრდებოდნენ, ასევე, ეცადეთ თქვენი ცხოვრების ყველა მძიმე პერიოდის გაანალიზება. ასევე, გაერკვიეთ, დამოკიდებულია თუ არა სხვების პრობლემები თქვენზე. როცა საკუთარ თავში გაერკვევით, ისწავლეთ “არა”-ს თქმა: დაიწყეთ პატარა თხოვნებით და მაშინვე იგრძნობთ შვებას. ნუ გასცემთ მაშინვე დადებით პასუხებს, მოითხოვეთ დრო დასაფიქრებლად.

ზედმეტი დახმარება და თავგანწირვა, ხშირად, პირად ბედნიერებას უშლის ხელს. ამიტომ, სიკეთის კეთებისას, არ გადააბიჯოთ საკუთარ ინტერესებს. არ მისცეთ საკუთარ “მე”-ს მილიონ “ჩვენ”-ში გადაკარგვის საშუალება. იპოვეთ ოქროს შუალედი ეგოიზმსა და ალტრუიზმს შორის და დაეხმარეთ ადამიანებს მაშინ, როცა თქვენი დახმარება მათ ნამდვილად სჭირდებათ. სიკეთის კეთება საჭიროა სუფთა სულით, საკუთარი სულიერი ჭრილობები ამით არ შეხორცდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს