რატომ უნდა მიირთვათ გაზაფხულზე დიდი რაოდენობით კიტრი

7756
ფოტო: Алексей Чижов on Pixabay

ყველამ იცის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღეში არანაკლებ 2 ლ წყალი უნდა მიირთვას. თუმცა, ყველას არ შეუძლია სითხის ასეთი რაოდენობის ძალდატანებით მიღება, ულუფებადაც კი. საბედნიეროდ, არსებობს წყლის შესანიშნავი ალტერნატივა – კიტრი. იგი 95-97%-ით წყლისგან შედგება.

დანარჩენი 3%-ს კი უჯრედისი, ქლოროფილი, კაროტინი, PP, C და B ვიტამინები, მაკრო- და მიკროელემენტები, კალიუმი, მაგნიუმი და იოდი.

გაზაფხული ავიტამინოზისა და გაუწყლოების პერიოდია. როგორ გადავაგოროთ იგი ისე, რომ ჯანმრთელობას არ ვავნოთ? მივირთვათ დღეში ერთი კიტრი მაინც. თუნდაც სათბურის პროდუქტი იყოს. ეს ბოსტნეული მაინც გარგებთ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კიტრის სამშობლოდ ითვლება არა დსთ-ს ქვეყნების ტერიტორია, როგორც ბევრი ფიქრობს, არამედ ინდოეთის სუბტროპიკული რაიონები, ჰიმალაის მთების ძირის ტერიტორია. იქ ეს მცენარე დღემდე იზრდება ბუნებრივ პირობებში. ბიბლიაში კი კიტრი ეგვიპტის ბოსტნეულად მოიხსენება.

ძველი დროიდან, კიტრით იკვებებოდნენ ბერძნები, ხოლო შემდეგ – რომაელები. ბოსტნეული ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მხოლოდ კარლოს დიდის მმართველობის პერიოდიდან გავრცელდა.

ახლა ჩვენი რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობის კიტრს აწარმოებს. რამდენადაც ბოსტნეულის ისტორიული მიმოხილვა დავასრულეთ, შეგვიძლია უკვე მის სასარგებლო თვისებებზე ვისაუბროთ.

ნაადრევი კიტრი

კიტრი ყველაფერს უხდება. სად არ იყენებენ მას!

1. კულინარიაში

კიტრი საზაფხულო სალათების მთავარი ინგრედიენტია. იგი შეუცვლელია შემოდგომა-ზამთრის კონსერვაციისთვისაც. ნაკლებად მარილიანი, დამწნილებული და დამჟავებული კიტრი კარგი დასაყოლებელია თითქმის ნებისმიერ კერძთან. მე ვგიჟდები ნაადრევ კიტრზე, იგი განსაკუთრებულად წვნიანია…

2. დიეტოლოგიაში

კიტრი გვეხმარება ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში, მის შემადგენლობაში შედის რთული ორგანული ნივთიერებები, რომლებიც აღაგზნებს მადას და აუმჯობესებს პროდუქტების ათვისებას.

კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ითვისებს. სამაგიეროდ, იგი აჩქარებს საკვების მოძრაობას, გამოაქვს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინი, არეგულირებს შაქრის დონეს, გამოაქვს ტოქსინები.

ნედლი კიტრის კალორიულობა ას გრამზე მხოლოდ 13.5 კკალ-ს შეადგენს. რამდენიც არ უნდა მიირთვათ, არ გასუქდებით. თუმცა, ამავდროულად, კიტრი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, ასკორბინის მჟავით, E და PP ვიტამინებით, კალიუმით, იოდითა და მინერალური ნივთიერებებით.

3. მედიცინაში

კიტრის ნახარშის დალევა წყლის ნაცვლად შეიძლება. ეს სასარგებლოცაა და გემრიელიც. ბოსტნეული უმკლავდება დამწვრობას, ატენიანებს დერმას. ამასთან, ნაადრევი კიტრი შესანიშნავად აუმჯობესებს იმუნიტეტის მდგომარეობას.

4. კოსმეტოლოგიაში

დაქუცმაცებული კიტრი სახის ნიღბების, სხეულის ლოსიონების, ხელის კრემების შემადგენლობაში საკმაოდ ხშირად შედის. მას აქვს მათეთრებელი ეფექტი, გვაშორებს აკნეს, ზრდის კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას.

კიტრის შერჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება მისი კანის ფერზე უნდა გაამახვილოთ. იგი მკვეთრი მწვანე უნდა იყოს და არ უნდა ელვარებდეს. ასევე, დააკვირდით კიტრის ყუნწსაც – თუ იგი დამჭკნარია, ესე იგი, ბოსტნეული მთლად ახალი არაა.

კიტრი საშუალო ზომის უნდა იყოს. დიდი ზომის ბოსტნეული მხოლოდ წყალსა და ძალიან დიდი რაოდენობით თესლს შეიცავს.

ბოლო ფაქტორია სუნი. კიტრს კიტრის სუნი უნდა ჰქონდეს. სათბურის ნაადრევი კიტრი შეიძლება ქიმიური სასუქებისა და ზრდის სტიმულატორების გამოყენებთ იყოს მოყვანილი. თუ დაჭრილი ბოსტნეული არ აფრქვევს სუნს ან გაურკვეველი სურნელი აქვს, ესე იგი, იგი ზედმეტი ქიმიკატით დაამუშავეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს