ჩაის სოკოს სხვადასხვა დაავადების დროს მიირთმევენ თანაც მკაცრი დოზირების გარეშე.

255
ფოტო: Bina-9 on wikimedia

„ჩაის სოკო რომელი დაავადებების დროს და როგორ დავლიოთ სწორად? პატივისცემით, ი. მ.“

წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს.

ჩაის სოკო შეიცავს ასკორბინის, ძმრის, ვაშლის და რძის მჟავებს, თიამინს, შაქარს, ცხიმოვან მჟავებს, პურინებს და ა.შ. მისი სასარგებლო თვისებები სწორედ ამით აიხსნება. გარდა ამისა, მასში შედის ფერმენტები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ხალხური მედიცინა ჩაის სოკოს სასმელის დალევას სხვადასხვა დაავადებების დროს გირჩევთ, მათ შორის საჭმლის მომნელებელი ორგანოების დროს, კერძოდ ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ენტეროკოლიტის და გასტრიტის (განსაკუთრებით დაბალი მჟავიანობისას) დროს. ის ყაბზობის დროს დაგეხმარებათ, ქიმიური მედიკამენტების მიღების შემდეგ კუჭის მიკროფლორას აღადგენს და ა.შ.

ჩაის სოკოს ნაყენი ნერვულ სისტემას აძლიერებს და წნევას არეგულირებს (ძალიან მაღალს – ამცირებს და დაბალს ზრდის).

გულის იშემიური დაავადების და ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში კვლევამ აჩვენა, რომ მომჟავო-მოტკბო სოკოს ნაყენი გულის შეკუმშვის სიხშირეს არეგულირებს. გარდა ამისა, ჩაის სოკო შეგიძლიათ ანგინის დროს ყელში გამოივლოთ და ჭრილობა გაიწმინდოთ. ჩაის სოკო წყურვილს კარგად კლავს, ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში შეუცვლელია.

ჩაის სოკო მაქსიმუმ 0,5 ლიტრი ერთ ჯერზე, დღეში 2-3-ჯერ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ ან ნახევარი ჭიქა ნაყენი ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში 3-ჯერ დალიეთ. ჩაის სოკო შეგიძლიათ ძილის წინ დალიოთ.

ჩაის სოკოს მიღებას მკაცრი შეზღუდვები არ აქვს, თუმცა სასურველია, რომ ნაყენის 2 თვიანი მიღების შემდეგ 1 თვე შეისვენოთ, რომ მჟავე სასმელით კუჭის გაღიზიანება არ გამოიწვიოთ.

გაფრთხილება! ჩაის სოკოს ნაყენის მიღება კუჭის გაზრდილი მჟავიანობის და შაქრიანი დიაბეტის დროს არ ღირს.

შეგახსენებთ მომზადების რეცეპტს: მინის ქილაში ჩვეულებრივი ძლიერი ჩაი ჩაასხით, შაქარი (50-100 გრ 1 ლიტრზე) დაუმატეთ, შემდეგ სოკო მოათავსეთ. ქილას მარლა დააფარეთ და მზის პირდაპირ სხივებს მოაშორეთ. 1,5-2 დღის შემდეგ სასმელი გამოსაყენებლად მზად იქნება. ცივ ჩაის უკვე გაზავებული შაქარი დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კრისტალები ჩაის სოკოს ზედაპირს არ მოხვდეს და სოკო არ გააფუჭოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს