ჩვენი ტვინი არასწორი კვებით არანაკლებ ზიანდება, ვიდრე კუჭი. სწორედ დაბალანსებულ კვებაზეა დამოკიდებული მეხსიერება და “ინტელექტუალური ცხოვრების” ხანგრძლივობა.
რა არის აუცილებელი ტვინის უჯრედებისთვის, მეხსიერების შესანარჩუნებლად?
ძირითადი ცხიმოვანი მჟავები: ტვინის სტრუქტურის მესამედი ცხიმოვანი უჯერი მჟავებისგან, ლიპიდებისგან შედგება. თუ ისინი არასაკმარისი რაოდენობის ან ცუდი ხარისხისაა, ნეირონები ცუდად ფუნქციონირებნენ და შეიძლება საერთოდაც გაქრნენ, თან კი ჩვენი მოგონებები წაიღონ.
ეს ცხიმოვანი მჟავები ერთნაირად უწყობს ხელს სისხლის გათხელებასა და ცერებრალური მიკროცირკულაციის კარგ ხარისხს. რაც უკეთ მოძრაობს სისხლი, მით უფრო სწრაფად და მეტი საკვები ნივთიერება მიეწოდება ტვინის უჯრედებს.
ცხიმოვანი მჟავების წყაროებია თევზის ქონი, მცენარეული ზეთების ზოგიერთი სახეობა: ზეითუნის, მზესუმზირის, სოიოს, რაფსის, მიწისთხილის ზეთები. სასარგებლოა დიდი რაოდენობით თევზისა (ქაშაყის, თინუსის, სკუმბრიას) და ნაკლები ხორცის მირთმევა.
გლუციდები: ესაა ნეირონების საწვავი, ტვინის აგური. ე.წ. ნელი გლუციდები, რომლებსაც ორგანიზმი რეგულარულად ითხოვს, შედის მაკარონის, მსხვილად დაფქული ფქვილის პურის, კარტოფილის შემადგენლობაში.
“სწრაფი შაქრები” – შედის თეთრი შაქრის, კონფეტების, ნამცხვრების შემადგენლობაში და ძალიან ცუდად ითვისება ორგანიზმის მიერ. მათი ჭარბი მოხმარების გამო შეიძლება გაჩნდეს ჰიპოგლიკემია, რომელიც მეხსიერების დაკარგვას იწვევს.
პროტეინები – ისინი ხშირად გვავიწყდება. ცხოველური ცილები შეიცავს ამინომჟავებს, რომლებსაც ორგანიზმი თავად ვერ აწარმოებს. კიდევ ერთი არგუმენტი თევზის სასარგებლოდ. პროტეინებს შეიცავს ბოსტნეულიც, აგრეთვე, რეკომენდებულია ბურღულისა და პარკოსანი კულტურების (ბრინჯი, ოსპი, ლობიო) მოხმარება.
ვიტამინები: B ჯგუფის ვიტამინები უბადლო ლიდერია ტვინისა და ნერვული სისტემის გამოსაკვებად. B2 მნიშვნელოვან როლს ასრულებს დამახსოვრების პროცესში, აუცილებელია მცირე რაოდენობით, თუმცა რეგულარულად. B1 ვიტამინი პასუხს აგებს ტვინისა და ნერვული სისტემის უჯრედების უწყვეტ კავშირზე. მას შეიცავს პურ-პროდუქტები ქატოთი, ყველი, ბარდა, ლობიო, წიწიბურა და სხვა ბურღული, თხილეული.
მინერალები და მიკროელემენტები: მეხსიერებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია რკინა, რომელიც მოქმედებს ვიტამინ B6-ის მსგავსად, და მაგნიუმი, რომელიც აუცილებელია კონცენტრაციისა და ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად.