ჰიპერტონია სერიოზული დაავადებაა, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ

0
1301

არტერიული ჰიპერტონია (აჰ) დღეს ყველაზე ცნობილი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც არამხოლოდ გავრცელებულობით, არამედ ხარჯიანი მკურნალობითაც გამოირჩევა.

10 წლის განმავლობაში, ჰიპოტენზიური თერაპიის ღირებულება გაოთხმაგდა, რაც განპირობებულია როგორც თანამედროვე ჰიპოტენზიური საშუალებების გაძვირებით, აგრეთვე არტერიული წნევის შემცირებისთვის აუცილებლობით. ამრიგად, არტერიული ჰიპერტონია დღეისათვის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე “ძვირადღირებული” დაავადებაა.

რასთან გვაქვს საქმე?

ცნობილია, რომ ჰიპერტონია ინსულტების, მიოკარდის ინფარქტის, სისხლძარღვების, თირკმლების დაზიანების, მხედველობის დაკარგვის ლიდერი რისკ-ფაქტორია.

მომატებული არტერიული წნევის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ თავს არ ივლენს კლინიკურად, იწვევს გულ-სისხლძარღვთა გართულების განვითარებას. არტერიული ჰიპერტონია მთელ მსოფლიოში დაახლოებით 1 მლრდ ადამიანს აწუხებს, ეს ციფრი კი მუდმივად იზრდება.

პაციენტთა მხოლოდ 46%-მდა იცის თავისი დიაგნოზის შესახებ, თუმცა, მათგან მხოლოდ 12% მიმართავს სრულყოფილ მკურნალობას. ამასთან, ამ დაავადების არაადეკვატური თერაპია ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელისა: დღეს იგი პირველ ადგილზეა და 62.2%-ს შეადგენს.

ბევრი ადამიანი უგულებელყოფს ჰიპერტონიის პროფილაქტიკასა და ცხოვრების ჯანსაღ წესსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანებს, ნორმალური არტერიული წნევით, 90%-იანი რისკი აქვთ 55 წლის შემდეგ ჰიპერტენზიის განვითარებისა.

დამოუკიდებელი დიაგნოზი

მომატებული არტერიული წნევის დიაგნოსტიკისთვის საკმარისია მომატებული წნევის არანალებ სამი შემთხვევა, დაფიქსირებული მშვიდ გარემოებაში.

ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ა/წ შეიძლება გაიზარდოს

  • ყავის მიღების შემდეგ – 11/5 მმ ვრც.სვ.
  • ალკოჰოლის მიღების შემდეგ – 8/8 მმ ვრც.სვ.
  • მოწევის შემდეგ – 6/5 მმ ვრც.სვ.
  • სავსე შარდის ბუშტის დროს – 15/10 მმ ვრც.სვ.
  • წნევის გასინჯვის დროს ხელის ჰაერში გაჩერების დროს – 7/11 მმ ვრც.სვ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, სამიზნე, ანუ სასურველ წნევად ითვება 140/90 მმ ვრც.სვ. ახალგაზრდა და შუა ხნის ასაკის ადამიანებისთვის, ხოლო დიაბეტიკების წნევა არ უნდა აღემატებოდეს 110/85 მმ ვრც.სვ.

წამლების გარეშე

არამედიკამენტოზური მკურნალობა მოიაზრებს ცხოვრების წესის ცვლილებებს. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ასეთი ზემოქმედების ძირითადი ზომებია მოწევაზე უარის თქმა, სხეულის მასის შემცირება და დარეგულირება, ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე უარის თქმა (ან შემცირება დღეში 30 მლ-მდე მამაკაცისთვის, ხოლო ქალისთვის – 20 მლ/დღეში), საკმარისი ფიზიკური აქტიოვა (რეგულარული აერობული ფიზიკური დატვირთვები, არანაკლებ 30-40 წუთით, კვირაში არანაკლებ ოთხჯერ), მარილის მოხმარების შეზღუდვა (6 გ/დღეში), კვების კომპლექსური ცვლილებები – რაციონში მცენარეული საკვების, კალიუმით, მაგნიუმით, კალციუმით მდიდარი საკვების (ხილი, ბოსტნეული, მარცვლოვანი კულტურები, რძის პროდუქტები) რაოდენობის გაზრდა, ნაჯერი ცხიმების მოხმარების შეზღუდვა.

დაავადების საწყის ეტაპზე, პაციენტთა 40-60%, არტერიული წნევის არც ისე მაღალი ციფრების დროს, ახერხებენ მის შემცირებას მხოლოდ არამედიკამენტოზური მკურნალობის გზით.

მკურნალობა

თუ მითითებული ზომები არასაკმარისია, მოგიწევთ ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენება. ამასთან, უნდა დაიცვათ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წესი. პირველ რიგში, წამალი უნდა დანიშნოს ექიმმა (და არა მეგობარმა ან მეზობელმა, რომელსაც წამალი დაეხმარა). მეორეც, ჰიპოტენზიური საშუალებებით მკურნალობა უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს – შესვენება დაავადების მხოლოდ ადრეულ ეტაპზე შეიძლება, ისიც ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ჰიპოტენზიურ მედიკამენტებზე სრული ან მკვეთრი უარის თქმა ჰიპერტენზიის რეციდივს გამოიწვევს. მესამეც, დაუშვებელია არტერიული წნევის სწრაფი შემცირება მოხუცებში. მკურნალობის ძირითადი მიზანია წნევის 140/90-მდე შემცირება. მკურნალობის ეფექტურობა, ძირითადად, დიასტოლური (დაბალი მაჩვენებლის) წნევის შემცირებით ფასდება.

გადაუდებელი თვითდახმარება

არტერიული წნევის უეცარი მომატების დროს, ექიმის მოსვლამდე უნდა დაეხმაროთ საკუთარ თავს:

  • დაჯექით მოხერხებულად სავარძელში ან წამოწექით დივანზე, თავი შემაღლებულ ბალიშზე დადეთ.
  • გახსენით სარკმელი – სუფთა ჰაერი ახლა ძალიან გჭირდებათ.
  • დაიდეთ კოჭსა და კეფაზე მდოგვის კომპრესები (5-10 წუთით).
  • დალიეთ დამამშვიდებელი – შავბალახას, კუნელის, ვნების ყვავილის, კატაბალახას ნაყენები ან 20-25 წვეთი ვალოკარდინი, კორვალდინი, კორვალოლი…
  • თუ გულის არეში ტკივილები გაქვთ, მიიღეთ ვალიდოლი.

ხალხური რეცეპტები

ისინი ყველაზე უფრო ეფექტურია I-II სტადიის ჰიპერტონიის დროს. ამასთან, ბუნებრივი საშუალებები დადებითად ურთიერთქმედებს ჰიპოტენზიურ ფარმპრეპარატებთან, აძლიერებს მათ ეფექტურობას და ამცირებს გვერდით მოვლენებს.

  1. წითელი ჭარხლის, სტაფილოსა და შავი ბოლოკის წვენები შეურიეთ თანაბარი რაოდენობით. ჩაასხით მუქ ბოთლში, რომლის ყელიც ჭვავის ცომით უნდა დააცოთ. გააჩერეთ ნაყენი ღუმელში 4-5 საათით, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1-2 თვის განმავლობაში.
  2. მიირთვით ასფურცელას წვენი – 50 მლ დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
  3. მცირე გველის სუროს ნაყენი: 2 ჩ.კ. ნედლეულს დაასხით 2 ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთით, მიირთვით 50-100 მლ დღეში სამჯერ.
  4. თუთის ფოთლების ნაყენი: 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ, მიიღეთ დღეში ოთხჯერ, 100 მლ, ჭამის წინ.
  5. ჩვეულებრივი ღოლოს ფესვების ნაყენი: დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 40%-იანი ეთილის სპირტი 1:10 პროპორციით, დააყენეთ 14 დღით, ყოველდღე ურიეთ, გადაწურეთ, მიიღეთ 50 წვეთი დღეში ოთხჯერ, 3 კვირის განმავლობაში.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი