ხალხური მეთოდები ბავშვებში ახლომხედველობის სამკურნალოდ

0
280
ფოტო: ВотОнЯ

პირველ რიგში, ბავშვის კვების რაციონი კალციუმით, ფოსფორით, A და E ვიტამინებით მდიდარი უნდა იყოს. ყოველდღე უნდა შეჭამოთ 2 ლიმონი და 100-150 გრ ჭარხალი (უზმოზე), რომელიც ბევრ თუთიას შეიცავს და მხედველობის სიმკვეთრეს ზრდის. ასევე გაღვივებული ხორბლის ფაფა ან კისელი, ბევრი სტაფილო და მოცვი უნდა მიიღოთ.

კისრის არეში ხერხემლის მასაჟი ეფექტურია, რადგან თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და შესაბამისად მხედველობაც უკეთესი ხდება.

თვალის ვარჯიშიც მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:

  1. თვალები 3-5 წამით ძლიერად დახუჭეთ, შემდეგ ამდენი ხნით გაახილეთ. 6-8-ჯერ გაიმეორეთ.
  2. ორივე თვალი 1-2 წუთის განმავლობაში სწრაფად ახამხამეთ.
  3. თვალები დახუჭეთ და ქუთუთოები თითების წრიული მოძრაობით მსუბუქად დაიმასაჟეთ. ასე 1 წუთის განმავლობაში გააკეთეთ.
  4. თითოეული ხელის სამი თითით ზედა ქუთუთოს 1-2 წამით დააჭირეთ. 3-4-ჯერ გაიმეორეთ.
  5. საჩვენებელი თითებით წარბებს ქვემოთ კანი დააფიქსირეთ და თვალი ნელ-ნელა დახუჭეთ. 8-10-ჯერ გაიმეორეთ.
  6. თითი თვალიდან 20 სმ-ს დაშორებით გააჩერეთ. ამ თითს და რაიმე შორს მდგარ ნივთს (ხე, ბოძი) მონაცვლეობით 5-7 წუთის განმავლობაში უყურეთ.
  7. თვალის გარსით წრიული, ასევე ზემოთ-ქვემოთ, ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე მოძრაობები 30-ჯერ შეასრულეთ.

ეს ვარჯიშები ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს შეასრულეთ.

1 ჩ/კ ალოეს წვენი ჭამის შემდეგ დალიეთ. ლიმონურას ნაყოფი დააქუცმაცეთ, სპირტი დაასხით (100 გრ ლიმონურას 0,5 ლ 95% სპირტი), ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 8-10 დღე დააყენეთ. ნაყენი გადაწურეთ და მუქი ფერის ბოთლში გადაასხით. 20-30 წვეთი უზმოზე ან ჭამიდან 4 საათის შემდეგ, დღეში 2-3-ჯერ 20-25 დღის განმავლობაში დალიეთ. ლიმონურას ნაყენი უძილობის, გაზრდილი არტერიული წნევის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს უკუჩვენებულია.

4 ჩ/კ მრავალძარღვას 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 30 წუთით ხარშეთ, გააგრილეთ და გადაწურეთ. 0,5 ჭიქა ნაყენი ჭამამდე 15 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ დალიეთ.

5 გრ ხახვისთავას ყვავილს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ბნელ ადგილას 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. თვალის საფენები გაიკეთეთ.

სამყურას თავები, გვირილას ყვავილები, ვარდის ფურცლები – 1 ც/კ დაქუცმაცებულ ნედლს 50 მლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 15 წუთით დააყენეთ, შემდეგ გააგრილეთ. ამ ნაყენით ქუთუთოზე საფენები რაც შეიძლება ხშირად გააკეთეთ და წყლის ორთქლზე სუსტ ცეცხლზე 30 წუთით გააჩერეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ახლომხედველობის პროგრესირების შესაფერხებლად გაზაფხულიდან შემოდგომამდე ჭინჭარი (სალათა, წვენი, ბორში და ა.შ.) უნდა მიიღოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი