შიმშილობა, როგორც დეპრესიიდან გამოსასვლელი მეთოდი

230
ფოტო: Ulrike Mai on Pixabay

შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მეთოდია. საბჭოთა ფსიქიატრიაში არსებობს სამკურნალო შიმშილობის მეთოდები, რომლებიც სპეციალურად დეპრესიიდან გამოსასვლელად შეიქმნა. ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დეპრესიის მქონე პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2-3 კვირა შიმშილობენ და სრულად იკურნებიან. ეს მეთოდი ქალებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რადგან ასე არა მხოლოდ დეპრესიის, არამედ ზედმეტი კილოგრამების მოშორებასაც ახერხებენ.

შიმშილობის დროს ძლიერი გამწმენდი მექანიზმი არა მხოლოდ სხეულის, არამედ სხვა სისტემების დონეზე ირთვება. ადამიანი ხომ მხოლოდ სხეულისგან, არამედ სულისა და სხეულისგან შედგება. შიმშილობის დროს შეგრძნებები ორაზროვანია – ხან ძალის დაკარგვას (როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი) და ხან ძალების მატებას გრძნობთ. შიმშილობას ორგანიზმიდან გამოაქვს დეპრესიული მდგომაროება, რომელიც უკვე ჩვეული, ერთგვარი ტალღური, ზემოთ-ქვემოთ მოძრავი მდგომარეობა გახდა.

ხანგრძლივი შიმშილობის დროს დეპრესიის შეგრძნება სრულად ქრება. მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე ხნით. გარკვეული საფრთხე და ბარიერები არსებობს, რომლებიც მოშიმშილე ადამიანს შეიძლება შეემთხვას.

პირველ რიგში, შიმშილობის თანამედროვე სოციალურ ცხოვრებასთან შეთავსება პრაქტიკულად შეუძლებელია – განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში. დაბრკოლებებს ქმნის სისუსტის პერიოდებიც, რომლის დროს ზოგჯერ ლოგინში მოცდა მოგიწევთ, გაწმენდის პროცედურების პერიოდულად ჩატარება, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი ა ა.შ.

მეორეც: შიმშილობის დროს ბევრი უნდა იმოძრაოთ და სუფთა ჰაერზე ბევრი დრო გაატაროთ. და რაც მთავარია, გახანგრძლივებული შიმშილობის დაწყება არავითრ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ორგანიზმის სწრაფად „გაწმენდის“ შედეგები შეიძლება სავალალო იყოს.

შიმშილობა მთელი მეცნიერებაა, რომელსაც პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.

კიდევ ერთი უარყოფითი მომენტი – ადამიანების უმეტესობას შიმშილობის შემდეგ საკვების მიმართ გადაულახავი სურვილი (ბულიმია) აქვთ, რამაც შეიძლება სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს და მკურნალობა გახდეს საჭირო.

სწორედ ამიტომ, სანამ დიეტის დაცვას ან საკვებზე საერთოდ უარის თქმას გადაწყვეტთ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ. ექიმი ჩატარებული ანალიზების შემდეგ მენიუს შეგიდგენთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გეტყვით, თუ როგორ უნდა გამოხვიდეთ შიმშილობის პერიოდიდან სწორად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს