ანუ, რატომ არ გვეხმარება აბები გინეკოლოგიური პრობლემების მკურნალობაში.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კლიმაქტიკური აშლილობა, საკვერცხეების დისფუნქცია და სხვა გინეკოლოგიური პრობლემები შესაძლოა ქალის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევების შედეგი იყოს. კერძოდ: მენჯის ძვლების, ხერხემლის წელის ნაწილისა და გავის ძვლის ურთიერთგანლაგება.
ეს იწვევს მცირე მენჯის ორგანოების (და სხვების) მუშაობის რიტმის დარღვევას. შედეგად, საკვერცხეები ვეღარ გამოჰყოფს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს, რაც სხვადასხვა გინეკოლოგიურ პრობლემას განაპირობებს. საკვერცხეების უკმარისობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევასთან, რაც, თავის მხრივ, ხერხემლის ზედა ნაწილის აშლილობით ან თავის ქალას ძვლების აღრევით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს უკანასკნელი ტრავმების, თავის დარტყმის, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის, მათ შორის, კბილის, ნუშისებრი ჯირკვლების, ადენოიდების ამოჭრის, ჰაიმორული სინუსების გაჭრის შედეგია.
ამიტომ, ქალური დაავადებების მკურნალობის დროს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მანუალურ თერაპევტთან ან კრანიოსაკრალურ თერაპევტთან, რომლებიც საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში შენიშნავენ უმცირეს გადახრასაც კი, დაგეხმარებათ დაძაბული კუნთების გათავისუფლებაში და ორგანოების ბუნებრივი რიტმის განახლებაში.
ხანდახან, ეს საკმარისია იმისათვის, რომ სასქესო ორგანოების მუშაობა მოწესრიგდეს, ხშირ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის გარეშეც დაავადების განკურნება შეუძლებელი იქნება (საუბარი შეიძლება მხოლოდ დროებით გაუმჯობესებაზე იყოს).
სხვათა შორის, ხერხემლის წელის ნაწილთან და გავის ძვლებთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტირება შესაძლებელია დამოუკიდებლადაც, გარკვეული ნიშნებით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფეხსაცმელს. თუ მარჯვენა ან მარცხენა ცალი სხვადასხვანაირადაა გაცვეთილი, ესე იგი, პრობლემა არსებობს. მასზე ფეხების არასიმეტრიული სიგრძეც მიუთითებს. მის შესამოწმებლად, მოხარეთ ფეხები მუხლებში და სწრაფად გაშალეთ. ვინმეს სთხოვეთ შემოწმება, სიმეტრიულადაა განლაგებული თუ არა მარჯვენა და მარცხენა ფეხების კოჭის ძვლები. თუ არა – დარღვევები თვალსაჩინოა.
საკვერცხეების ფუნქციონირება მეტწილადაა დამოკიდებული ქალის ემოციებზეც. პოზიტიური აზრები და გრძნობები დადებითად მოქმედებს მასზე. ნეგატიური – იწვევს ფუნქციონირების დარღვევას. თუ გიჭირთ იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რა უშლის ხელს თქვენი ორგანოების მუშაობას, მიმართეთ საკუთარ ქვეცნობიერს.
დაჯექით ან დაწექით მოსახერხებელ პოზაში, სრულად მოადუნეთ სხეული, დაიმშვიდეთ გონება და დასვით კითხვა: რომელი ემოციები იწვევს ჩემი სასქესო სისტემის მუშაობის დარღვევებს? შემდეგ ნელა დაითვალეთ ხუთამდე. მეხუთე თვლაზე თქვენ მიიღებთ აზრობრივ პასუხს. შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ ქვეცნობიერს: რა უნდა შევცვალო საკუთარ თავში, რომელი თვისებები უნდა მოვიშორო და რომელი – შევიძინო, რათა დაავადებამ თავი დამანებოს? თუ ეს პრაქტიკა პირველ ჯერზე არ მოგცემთ შედეგს, მცირეხნიანი ვარჯიშების შემდეგ აუცილებლად ისწავლით პასუხების მიღებას თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
საკვერცხეების მუშაობის გააქტიურებას შეძლებთ ხელების საკვერცხეებზე დადებისა და ხელის გულებით დაზელის გზითაც. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია გონებრივად ამ ორგანოებისკენ სიყვარულის, სიკეთის, ჯანმრთელობის, სინაზის გაგზავა. საკვერცხეების განლაგების ადგილს ასე იპოვით: მარჯვენა და მარცხენა ხელების დიდი და საჩვენებელი თითები ისე შეაერთეთ, რომ დიდ და საჩვენებელ თითებს შორის გაჩნდეს სამკუთხედი, დაიდეთ ხელის გულები მუცელზე, შეერთებული თითები ჭიპზე რომ მოხვდეს, ოდნავ გაწიეთ ნეკა თითები გვერდებზე – ეს საკვერცხეების ზონა იქნება.