უმარილო დიეტის დროს ჰიპერტონიკებს ინფარქტი უფრო ხშირად ემართებათ – ამერიკელი ექიმი

533
ფოტო: sb.by

თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, სავარაუდოდ, ექიმი გირჩევთ, რომ ნაკლებად მარილიანი საკვები მიიღოთ და მარინადებზე, კომბოსტოს მწნილებსა და დამარილებულ კიტრზე უარი თქვათ. ეს შემთხვევით არ ხდება – ექიმებისთვის ცნობილია, რომ ორგანიზმში მარილის ჭარბი რაოდენობა ქსოვილებსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევს, რაც შედეგად წნევას ზრდის. სწორედ ამიტომ, ჰიპერტონიის დროს შარდმდენ პრეპარატებს ხშირად ნიშნავენ, რომელიც ორგანიზმიდან წყლის და მარილის გამოდევნას აძლიერებს.

თითქოსდა, ყველაფერი ცხადია: მარილი ნომერი პირველი მტერია. თუმცა ახლახანს ამერიკელი ექიმების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ამ ქცევაში ეჭვის შეტანა გვაიძულა.

ექიმმა მ.ელდერმანმა ათასობით იმ პაციენტის ისტორია შეისწავლა, რომლებმაც მარილის მიღებაზე უარი თქვეს ან მისი მოხმარება ძალიან შეზღუდეს. ექიმი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ისინი ინფარქტისგან უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ისინი, ვინც ტრადიციული კვების სისტემას იცავენ.

შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი ორგანიზმში ნატრიუმის ბალანსის დარღვევა გახდა. საქმე იმაშია, რომ მარილიან ხსნარში შემავალი ნატრიუმის იონები უჯრედების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი ერთგვარ „გასაღების“ როლს ასრულებენ, რომელიც უჯრედში ნივთიერებების შესასვლელს აღებენ. სწორედ ამიტომ, ნატრიუმის დეფიციტი ნებისმიერი უჯრედის მუშაობაზე დამღუპველად მოქმედებს და უმარილო დიეტა არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, არამედ ბევრი სხვა სისტემის ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს.

ზოგიერთ პაციენტს, რომელიც უმარილო დიეტას იცავს, აღენიშნება ნერვული უჯრედების აქტივობის, ინსულინის წარმოების და სხვა მნიშვნელვოანი პროცესების დარღვევა.

ამის გარდა, ელდერმანმა აღმოაჩინა, რომ ასეთი პაციენტების სისხლში ჰორმონი რენინის (სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, რაც თრომბის და ინფარქტის განვითარებას განაპირობებს) შემცველობა იზრდება.

ამერიკაში უმარილო დიეტის საწინააღმდეგო კამპანია უკვე დაიწყო. თუმცა მოწინააღმდეგეების უმეტესობა აცხადებს, რომ ფაქტი ფაქტად რჩება: მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული წნევის მატებას იწვევს. ალბათ, როგორც ყოველთვის, მართლები არიან ისინი, ვინც ოქროს შუალედს იცავენ.

განსაკუთრებული მოსაზრება აქვთ იაპონელ ექიმებს, რომლებიც მაღალი არტერიული წნევის მქონე ოჯახები შეისწავლეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ჰიპერტონიკი საკვებში მარილის ჭარბ მოხმარებაზე არ რეაგირებს, ხოლო ზოგიერთში მარილის ჭარბი მოხმარება არასასურველ შედეგებს იწვევს. ამასთან ეს მემკვიდრეობითი იყო.

ცხადია, რომ ჰიპერტონიის მექანიზმი შეიძლება განსხვავებული იყოს. არტერიული წნევა დაავადება არაა, არამედ ორგანიზმში სხვა პრობლემის სიგნალი. მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლების მუშაობის დარღვევა, სისხლის სიმკვრივის ცვლილება, გულის და სისხლძარღვების პათოლოგია. ალბათ, ზოგიერთ შემთხვევაში დიეტის დაცვა სიტუაციას გამოასწორებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სერიოზული ზომების მიღებაა საჭირო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს