მე წყალმანკი მაქვს. მინდა, ამ დაავადების შესახებ უფრო მეტი ვიცოდე და შევძლო მისი განკურნება. პატივისცემით, გ.ვ.
წერილს პასუხობს უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი-კორესპონტენტი, უკრაინის ა.ა. ბოგომოლცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიისა და კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ივან ჩეკმანი.
წყალმანკი (ასციტი) – მუცლის ღრუში სითხის რაოდენობის გაზრდა. წყალმანკი შინაგანი ორგანოების დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. ხშირია გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს.
წყალმანკის გამოვლინება დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, რომელმაც სითხის რაოდენობის ზრდა გამოიწვია. სანამ წამალს მიიღებდეთ, საჭიროა სითხისა და მარილის მოხმარების შეზღუდვა, ხილისა და ბოსტნეულის, კერძოდ, ოხრახუშის, სატაცურის, შავი მოცვის, მარწყვის, რძემჟავის პროდუქტების (კეფირი, მაწონი, აციდოფილური რძე) მეტი რაოდენობით მოხმარება (მათ შარდმდენი, თვისებები აქვს).
ჩაისა და ყავის ნაცვლად, უნდა მიირთვათ სამკურნალო მცენარეების ნახარშები და ნაყენები, რომლებსაც შარდმდენი, კარდიოტონური მოქმედება აქვთ.
წყალმანკის დროს კარგია ბალახისებრი აბზინდის, ღიღილოს ნაყენის, თელას მერქნის, ჩვეულებრივი ნაძვის კვირტების ნახარშების მოხმარებაც. ასევე, შეგიძლიათ ყვავისფრჩხილას ბალახის ნაყენის გამოყენებაც: 1 ჩ.კ. გამოშრობილ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, აადუღეთ და დააყენეთ 1 საათით, მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ (მცენარე შხამინია, დოზის გადაჭარბება დაუშვებელია). მცენარეში შარდმდენ თვისებებს განაპირობებს მასში გულის გლიკოზიდების, კორონიზიდისა და კორონილინის არსებობით, რომლებიც აძლიერებს გულისა და თირკმლების მუშაობას.
სასარგებლოა თეთრი შროშნის ბოლქვების ნაყენიც: დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით ეთილის სპირტის 70%-იანი ხსნარი 1:5 თანაფარდობით, დააყენეთ 8 დღე, გადაწურეთ, მიირთვით 20 წვეთი დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ.
კარგად მოქმედებს თეთრის ლეშურას ფესვის ნაყენი: 1 ს.კ. ხმელ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, აადუღეთ და დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ, მიირთვით დილით უზმოზე 2 ს.კ. ოდენობით, დოზის გადაჭარბება საშიშია.
თუ წყალმანკი გულის ქრონიკული უკმარისობითაა გამოწვეული, მცენარეულ პრეპარატებთან ერთად, გამოიყენება შარდმდენი საშუალებებიც: ფუროსემიდი ან ჰიდროქლორტიაზიდი.