ნაღვლის ბუშტში წარმოქმნილი კენჭები მხოლოდ სპეციალისტს უნდა ანდოთ

809
ფოტო: George Chernilevsky on wikimedia

ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ნაღვლის ბუშტში კენჭები აღმომაჩნდა. გთხოვთ, დაწეროთ, თუ როგორ გამოვდევნო ისინი ხალხური მეთოდებით, ოპერაციის გარეშე. პატივისცემით, შ.გ.

წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი.

ნაღვლის კენჭების მთავარი შემადგენელი ელემენტია ქოლესტერინი. იშვიათია ბილირუბინისა და კირის კენჭები. დავალება იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოთ ნაღვლის ნაკადი, შეაჩეროთ ქოლესტერინის დაგროვება და მოსპოთ ქოლესტერინემიის რისკი.

ამისათვის, აფთიაქის პრეპარატებიდან რეკომენდებულია ვალილივი – მცენარეული წარმოშობის პრეპარატი, რომელიც თავისი მოქმედებით ლივ-52-ს ჰგავს. იგი შეიცავს 15 მცენარის წვენებსა და ნახარშებს. ზრდასრულებს დღეში 2-3, ბავშვებს კი 1-2 აბი ენიშნებათ, დღეში სამჯერ.

მცენარეული პრეპარატებით მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა, რადგან მცენარეებს ნაღველმდენი, ნაღველწარმომქმნელი და დამამშვიდებელი მოქმედებები აქვს.

პირველ ეტაპზე, გირჩევთ ნაღველმდენი და დამამშვიდებელი ბალახების ნახარშს. თანაბრ წილებად აიღეთ სალბის ბალახი, ბეგქონდრის თესლი, ტუხტის ფესვი და ხეჭრელის მერქანი. 5 ს.კ. ნაკრები მოხარშეთ 1 ლ წყალში, 5-10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში სამჯერ, 0.5 ჭიქა.

სპაზმის მოსახსნელად უნდა მიირთვათ შავთარას ბალახის ნაყენი. 3 ჩ.კ. ნედლეულს დაასხით 2 ჭიქა წყალი. დააყენეთ 6 საათი, მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი – 10 დღე.

შემდეგი ეტაპი მოიცავს წყლის სამყურას (1 წილი), ბაღის პიტნის ფოთლებისა და ქინძის ნაყოფის (2-2 წილი) ნაღველმდენი ნაყენის მიღებას. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით. დალიეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. კურსი – 10 დღე.

კუჭის დისპეპსიის დროს გირჩევთ ასეთ ნახარშს: აიღეთ 2-2 წილი გვირილისა და ნეგოს ყვავილები, ფარსმანდუკისა და ბაღის პიტნის ბალახები, თითო წილი ხეჭრელის ქერქი და მუხუდოს ნაყოფი. დააყენეთ 2 ს.კ. ნარევი 2 ჭიქა წყალში, 6 საათის განმავლობაში. დალიეთ თითო ჭიქა ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი 1 ს.კ. წითელი მოცვის გამოშრობილ, დაქუცმაცებულ ფოთლებს და გააჩერეთ 30 წუთით. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში სამჯერ.

მკურნალობის პერიოდში, რეკომენდებულია საკვებში ნედლი მარწყვის, ველური მარწყვის, წითელი მოცვის, ასკილისა და კოწახურის კენკრის დამატებას. აგრეთვე, კარგია კომბოსტოს წვენი ან მარინადი.

ნაღვლის კენჭები დაიშლება, თუ უზმოზე 2-3 კიტრს მიირთმევთ, რამდენიმე თვის განმავლობაში. მედიკამენტოზური პრეპარატებიდან, ტკივილგამაყუჩებლის სახით, გირჩევთ პრომედოლს ან ტრიგანს, ატროპინთან ერთად. ანთებითი პროცესების შემთხვევაში, მიიღეთ ანტიბიოტიკები (ამპიცილინი, ოლიტეტრინი).

წერილს, აგრეთვე, პასუხობს უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ფიტოთერაპევტი, ვალენტინ შერბინა.

მკითხველს ვურჩევ, არ დაკავდეს ნაღველკენჭოვანი დაავადების თვითმკურნალობით, რათა გამწვავება თავიდან აიცილოს. აგრეთვე, უნდა განსაზღვროთ, არსებობს თუ არა ნაღველგამომყოფი სისტემის თანმდევი დაავადეებბი, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ სპეციალისტთან მკურნალობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს