ეს ღვეზელები არ გაგასუქებთ. ჩაიწერეთ რეცეპტი – ღვეზელი ძალიან გემრიელია და ზიანს არ მოგაყენებთ

216

თუ მაცივარში 1 ჭიქა კეფირი დაგრჩათ, მისი გადაგდება არ იჩქაროთ! „პაპარაცი“ რძის მჟავა პროდუქტზე მომზადებული ღვეზელის გამოცდილ რეცეპტს გთავაზობთ.

კიდევ ერთი შესანიშნავი სიახლე: საფუარი არ დაგჭირდებათ! ღვეზელის მომზადების პროცესი იმდენად სწრაფი და მარტივია, რომ მრავალ საათიან საფუარის ცომი დაგავიწყდებათ.

სწრაფი ღვეზელი კეფირზე

ცომის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 0.5 კგ ქათმის ფარში
  • ¼ ჩ/კ შავი წიწაკა
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადება:

1. პირველ რიგში, შიგთავსი მოამზადეთ: მზა ფარშს შავი წიწაკა და მარილი დაუმატეთ.

2. ღრმა თასში კეფირი და სოდა აურიეთ. აქაფების შემდეგ მარილი, შაქარი, მცენარეული ზეთი და კვერცხი დაუმატეთ. სათქვეფის ან მიქსერის დახმარებით ათქვიფეთ.

3. ნელ-ნელა ფქვილი მოაყარეთ და ცომი მოზილეთ. როგორც კი ხელზე არ მიგეკვრებათ, ცომი მზად იქნება.

4. ცომის მცირე ნაწილი მოწყვიტეთ და გააბრტყელეთ.

5. თითოეულ გაბრტყელებულ ფორმას მცირე ფარში დაუმატეთ და კუთხეები ფრთხილად შეაერთეთ. მზესუმზირას ზეთში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე შეწვით.

სუფრაზე ცხელი ღვეზელი შინაურულ არაჟანთან ერთად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს