მძიმე, დატვირთული დღის შემდეგ სახლში მოსვლა, ბამბის პერანგის ჩაცმა და სასტუმრო ოთახში ბეწვიან ხალიჩაზე ფეხშიშველა გავლა ან ბავშვივით მასზე გაწოლა, კატასთან თამაში ან უბრალოდ თვალდახუჭული ოცნებებში წასვლა სასიამოვნო შეგრძნებაა.
თუმცა ეს იდილია შეიძლება საყვარელი ხალიჩის უსიამოვნო სუნმა გააფუჭოს. მასზე კარგად დაკვირვების შემდეგ ნახავთ, რომ ხალიჩა რამდენიმე ნაკლებად შესამჩნევი ლაქებით სავსეა. პრინციპში, შეგიძლიათ მათ ყურადღება არ მიაქციოთ, თუმცა თუ შინაგანად პერფექციონისტი ხართ, ამასთან შეგუება გაგიჭირდებათ. ხალიჩა უნდა გაწმინდოთ!
დღეს გიამბობთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ხალიჩის ბეწვიანი ზედაპირი.
პირველ რიგში, დროზე ადრე არ ინერვიულოთ, არაფერი ზებუნებრივი არ მომხდარა. ხალიჩაზე ასეთი რამ მთელ მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს ემართება. თუ მოთმინება არ გყოფნით, რომ დასვენების დღეებს დაელოდოთ და ხალიჩა ქიმწმენდაში წაიღოთ, მაშინ ატმოსფეროს გაჯანსაღებაში ხალიჩის სახლის პირობებში გაწმენდა დაგეხმარებათ. ამისთვის მტვერსასრუტი დაგჭირდებათ.
ხალიჩის საწმენდი საშუალებები
რამდენიმე რჩევა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ხალიჩების უმეტესობას წყალთან შეხება არ უყვარს, ამიტომ მშრალ წმენდას უპირატესობა მიანიჭეთ. თუ ჯაგრისს იყენებთ, ლაქის წმენდა მისი ცენტრის მიმართულებით დაიწყეთ, რომ ჭუჭყი უფრო დიდ სივრცეზე არ გავრცელდეს. თუ უბრალოდ ჯაგრისით წმენდთ, ეს ხალიჩის ბეწვის მიმართულებით გააკეთეთ, რომ სტრუქტურა არ დააზიანოთ.
მოქმედების ეტაპები:
1. მარილი და სოდა
აი, რამდენიმე მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ გაწმინდოთ ხალიჩა ისე, რომ მას ზიანი არ მიაყენოთ: ასე ხალიჩაც სუფთა გახდება და ზიანს არ მიაყენებთ. პირველ რიგში, მტვერსასრუტით გაწმინდეთ, რომ ზედმეტი მტვერი და წვრილი ჭუჭყი მოაშოროთ. შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.
მარილი და სოდა თქვენი პირველი დამხმარე საშუალებებია, რომლებიც ნებისმიერ ხალიჩას განაახლებს. 1:1 პროპორციით აურიეთ და ხალიჩას თამამად მოაყარეთ, თავდაჯერებულობისთვის ლაქის ადგილას კარგად შეაზილეთ. 20 წუთის შემდეგ ნარევი მტვერსასრუტით აიღეთ. სოდა და მარილი საკმაოდ უნივერსალური საშუალებებია: მათი დახმარებით ვერცხლსაც გაწმენდთ და მტკივნეულ ყელსაც განკურნავთ. დიასახლისები მას არა ერთი წელი იყენებენ, რადგან ეფექტური და უვნებელია.
2. ძმრის ხსნარი
თუ მარილი ცემინებას გაწყებინებთ, სოდის გამოყენება კი პრინციპულად არ გსურთ, როგორც მენდელეევის ცხრილის ელემენტის (ეს ხომ ნატრიუმია!), მაშინ შეგიძლიათ ძმარი გამოიყენოთ. თქვენს სამზარეულოში არსებული ჩვეულებრივი სუფრის ძმარი გამოიყენეთ. არ დაიჯერებთ, მაგრამ მისი სუსტი ხსნარი ხალიჩის ზოლებს მნიშვნელოვნად განაახლებს.
ძმრით წმენდის დაწყებამდე ხალიჩა ჯერ მტვერსასრუტით, ამის შემდეგ ძმარში დასველებული რბილი ან უხეში ჯაგრისით გაწმინდეთ. პროპორციები ასეთია: 1 ლიტრ წყალზე 15-20 მლ სუფრის ძმარი გამოიყენეთ. ლაქა შეგიძლიათ უფრო ძლიერ დაასველოთ. 20 წუთით აივანზე გაისეირნეთ, ჭიქა ყავა დალიეთ, შემდეგ ხალიჩა მშრალი ცოცხით ხალიჩის მიმართულებით გაწმინდეთ. დარწმუნდით, რომ ხალიჩა სრულად მშრალია და შენობის განიავება არ დაგავიწყდეთ. ძმარია მაინც.
3. ჩაის ნაყენი
კიდევ ერთი მეთოდი, თუ ჭიქა ყავას ჩაი გირჩევნიათ, ხოლო თქვენი ბინის ინტერიერი მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. ანუ ეს მეთოდი ღია ფერის ხალიჩისთვის არ გამოგადგებათ, ამიტომ ოთახში შუქი აანთეთ და დარწმუნდით, რომ ხალიჩა მუქი ფერისაა. თუ არავითარი წინაღობა არ გაქვთ, საქმეს შეუდეგით.
ამისთვის ჩაის ნაყენი წინასწარ მოამზადეთ, ამის შემდეგ კარგად გაწურეთ. ჩაის ფოთლების მთელ ხალიჩაზე მოყრა საჭირო არაა, მხოლოდ ხალიჩის იმ ნაწილებს მოაყარეთ, სადაც ჭუჭყიანია. გაშრობა აცადეთ და ცოცხით ან მტვერსასრუტით გაწმინდეთ. საინტერესო დაკვირვება: ჩაის ჩენჩო არა მხოლოდ ლაქას, არამედ უსიამოვნო სუნს აქრობს.
აქ წარმოდგენილი თითოეული საწმენდი საშუალება შეგიძლიათ სახლის პირობებში წარმატებით გამოიყენოთ. თუ რაიმე მიზეზით შედეგი არ მოგწონთ, ხალიჩის საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნავთი, სახამებელი, ბენზინი, ნიშადურის სპირტი და თოვლი. მათ შესახებ მოგვიანებით გიამბობთ, მანამდე კი გირჩევთ, რომ სპეციალისტს მიმართოთ, რომ ხალიჩას გადარჩენის რაიმე შანსი ჰქონდეს.