დედები მუდმივად ცდილობენ, თავიანთ შვილებს ცოტაოდენი ხაჭო მაინც შეაჭამონ, რადგან იგი ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა, მათ ეს სასარგებლო, თუმცა ნაკლებად გემრიელი რძის ნაწარმი არ მოსწონთ, სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ გამოსავალი იპოვა გამომგონებელი დიასახლისებისთვის. წარმოგიდგენთ ჰაეროვან ორცხობილა “ვარდს”, ხაჭოს ცომით. ამ სილამაზეზე უარს ვერც ერთი ბავშვი ვერ იტყვის.
სხვათა შორის, ეს რეცეპტი დედაჩემის ძველ რვეულში ვიპოვე. თუ ორცხობილების დიდ რაოდენობას აცხობთ, აუცილებლად შეინახეთ იგი მაცივარში.
ხაჭოს ორცხობილა
ინგრედიენტები
- 450 გ ფქვილი
- 250 გ ხაჭო
- 100 გ მარგარინი
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 1/4 ჩ.კ. სოდა
- 1 გ ვანილინი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 2 კვერცხის გული
მომზადება
- ღრმა თასში შეურიეთ ხაჭო, დამდნარი მარგარინი, შაქარი, ვანილინი, მარილი და კვერცხის გული.
- თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და სოდა და მოზილეთ ცომი. მზად იყავით იმისათვის, რომ ფქვილი ცოტათი მეტი დაგჭირდებათ: ყველაფერი ხაჭოს სისველეზეა დამოკიდებული.
- გააბრტყელეთ ცომი 2-3 მმ სისქის ფირფიტად და ამოჭერით წრეები. 3-4 წრე ერთმანეთზე გადაახვიეთ.
- გაჭერით ეს ერთგვარი რულეტი ორ ნაწილად. უნდა მიიღოთ 2 ვარდი.
- როცა ცომი გათავდება, ხოლო ვარდები მზად იქნება, დაალაგეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე.
- აცხვეთ ორცხობილა 120 გრადუსზე, 20-30 წუთით.
მოაყარეთ შაქრის პუდრა და გაიტანეთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით, ჩაისთან ერთად!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს