მე ჯერ კიდევ მახსოვს ის დრო, როცა სახლში ავტომატური სარეცხი მანქანა არ გვქონდა. ნახევარავტომატები, ხელით რეცხვა – ეს ყველაფერი ისეთი მოსახერხებელი არ იყო, როგორიც ახლაა.
ავტომატური სარეცხი მანქანის შეძენის შემდეგ, მე, როგორც სხვა ბევრმა, რეცხვისგან ჭეშმარიტი სიამოვნება მივიღე. რამდენიმე წელი ვუყურებდი მანქანის დაუღალავ მუშაობას.
თუმცა, დროთა განმავლობაში, დოლურადან უსიამოვნო სუნი ვიგრძენი. თანაც, მანქანა წყალს ცუდად აცხელებდა, რაც რეცხვის ციკლის გახანგრძლივებითა და, შესაბამისად, ელექტროენერგიის მომატებული ხარჯით გამოიხატებოდა.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გულს მტკენდა, თუმცა, პრობლემის შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ მანქანის წმენდის დრო მოვიდა.
როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა
ინსტრუქციის კარგად შესწავლისა და უამრავი ვიდეოს ნახვის შემდეგ დავწრმუნდი, რომ წმენდა მანქანის ყველა ელემენტს სჭირდება: დოლურის შიგთავსით დაწყებული, ფილტრით დასრულებული.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 5 ხრიკს, რომლებიც სარეცხი მანქანის უნაკლოდ გაწმენდაში დაგეხმარებათ. სწრაფად, სუფთად და მოხერხებულად…
1. მანქანის კარი
რეცხვის შემდეგ, სველი არამხოლოდ თეთრეული, არამედ მანქანის კარიცაა. ეცადეთ, მანქანის კარი ყოველთვის ღია იყოს, რათა მასში ობი არ გაჩნდეს.
2. მანჟეტების (შემავსებელი რეზინების) წმენდა
მანქანის შემავსებელი რეზინი იგროვებს ჭუჭყსა და ობს, ამიტომ იგი განსაკუთრებით საგულდაგულოდ უნდა გაწმინდოთ. ამის გაკეთება ნებისმიერი საწმენდი საშუალების ან სოდის გამოყენებით შეგიძლიათ.
თუ თქვენს მანქანაში ძალიან დიდი რაოდენობით ობი გაჩნდა, რომელიც უსიამოვნო სუნსაც აფრქვევს, აუცილებელია ძლიერმოქმედი საშუალებების გამოყენება. თუმცა, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ქლორის შემცველი საშუალების ხშირი გამოყენება არასასურველია – იგი რეზინის დეფორმაციას გამოიწვევს.
რეზინის გასაწმენდად, წაუსვით ღრუბელს სასურველი სარეცხი საშუალება. ფრთხილად მოქაჩეთ რეზინს თქვენკენ და გაწმინდეთ კორპუსის მეტალის ნაწილი. ასევე გაწმინდეთ თავად რეზინიც. ფრთხილად იყავით, ნუ მოქაჩავთ რეზინს ძალიან ძლიერად, თორემ დააზიანებთ.
3. დოლურიდან ნადების მოშორება
დოლურადან და მეტალის ნაწილებიდან მინერალური ნადების მოშორება შეგიძლიათ ძალიან მარტივი, თუმცა ძლიერმოქმედი საშუალებით, თანაც ძალიან იაფად.
ნადები მაგნიუმისა და კალციუმის მარილებისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ორგანული ან არაორგანული მჟავებით უნდა იმოქმედოთ. ასეთი მჟავები ნებისმიერ სახლში მოიძებნება – თქვენ წინაშეა ჩვეულებრივი ძმარი ან ლიმონმჟავა.
წმენდის ყველაზე მარტივი მეთოდისთვის 1-6 შეკვრა ლიმონმჟავა დაგჭირდებათ. რაოდენობას განსაზღვრავს სარეცხი მანქანის მოცულობა და მისი დაბინძურების დონე.
ჩაყარეთ ეს საშუალება სარეცხი ფხვნილის დანაყოფში და ჩართეთ მანქანა მაქსიმალური ტემპერატურისა და ხანგრძლივობის რეჟიმზე.
4. ფხვნილის უჯრის წმენდა
ამოიღეთ უჯრა, იმოქმედეთ თქვენი მანქანის მოდელის ინსტრუქციის მიხედვით. შემდეგ მოაშორეთ ფხვნილის ნადები ნებისმიერი სარეცხი საშუალებით და გაამშრალეთ.
ჟანგის ნადების მოსაშორებლად, გამოიყენეთ სოდისა და ძმრის ნარევი. დაალბეთ კონტეინერი ამ მასით და გააჩერეთ 30 წუთით (უკეთესი იქნება 1-2 საათით).
5. გამწოვი ტუმბოს წმენდა
თუ ფილტრს დიდხანს არ გაწმენდთ, ადრე თუ გვიან, მანქანა შეწყვეტს წყლის გაწოვას, რაც გაჟონვას გამოიწვევს. საბედნიეროდ, სარეცხი მანქანის ფილტრის გაწმენდა საკმაოდ მარტივია.
ამისთვის გახსენით ფილტრთან მისასვლელი ლუქი. იგი, როგორც წესი, კორპუსის ქვედა ნაწილში მდებარეობს. თუმცა, სანამ თავსახურს დაატრიალებდეთ, დააფინეთ იატაკზე ტილო, ხვრელის ქვეშ კი, წყლის დასაგროვებლად, დადგით რამე ჭურჭელი.
დაატრიალეთ ლუქი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და ამოიღეთ ხვრელიდან დაგროვილი ჭუჭყი და ნაგავი: ეს შეიძლება იყოს მონეტები, თმა, ბეწვი, კბილის ჩხირები და მსგავსი წვრილმანი… გაწმინდეთ ხვრელი, დაახურეთ თავსახური და დააბრუნეთ დეკორატიული პანელი თავის ადგილას.
შეასრულეთ ეს მარტივი რეკომენდაციები და თქვენი სარეცხი მანქანა არამხოლოდ ახლის შთაბეჭდილებას დატოვებს, არამედ უკეთაც იმუშავებს, თეთრეულს უკეთ გარეცხავს და აღარც სუნს დაუტოვებს. იმედია, ეს რჩევები გამოგადგებათ.