წამონაზარდები ქუთუთოზე შესაძლოა ინფაქრტის მომასწავლებელი იყოს.

1127
ფოტო: Klaus D. Peter, Gummersbach, Germany on wikimedia

ქუთუთოებსა და თვალის ირგვლივ ქოლესტერინული წარმონაქმნის (პატარა ყვითელი გამონაყარი – ქსანთელაზმა) მქონე ადამიანებს შეიძლება ინფარქტის და სხვა სერიოზული დაავადების მიმართ გაზრდილი მიდრეკილება ჰქონდეთ, ამის შესახებ დანიელი მეცნიერები გვაფრთხილებენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქსანტელაზმის მქონე პაციენტებში ინფარქტის რისკი 48%-ით უფრო მაღალია, ვიდრე სუფთა ქუთუთოების მქონე ადამიანებში.

გამონაყარი ქოლესტერინისგან შედგება და სახეზე მათი არსებობა მიუთითებს, რომ სხეულის სხვა ნაწილებში უფრო დიდი დაგროვება არსებობს. ათეროსკლეროზმა ან სისხლძარღვების შიდა კედლებზე ქოლესტერინის დაგროვებამ შეიძლება ინფარქტი და ინსულტი გამოიწვიოს.

კვლევა, რომელშიც 12 745 ადამიანი მონაწილეობდა, 1970-იან წლებში ჰარლის საავადმყოფოს კომპლექსში, კოპენჰაგენთან ახლოს დაიწყო. 33 წლის შემდეგ 1872 კვლევით სუბიექტს ინფარქტი დაემართათ, 3699 მონაწილეს – გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ხოლო 8507 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან ის ხალხი, ვისაც თვალებზე ყვითელი გამონაყარი ჰქონდათ, მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ქსანტელაზმის მქონე პაციენტებში ინფარქტის შემთხვევები 48%-ით უფრო მეტი იყო, გულის დაავადებების ალბათობა 39%-ზე მაღალი აღმოჩნდა და ექსპერიმენტის დროს მათ შორის 14%-ით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე კვლევის იმ სუბიქტებს შორის, ვისაც ქუთუთოებზე გამონაყარი არ ჰქონდათ.

ქსანტელაზმის დროს პაციენტები კოსმეტოლოგს მიმართავენ, რომ მოიშორონ. თუმცა ცხიმის გარეგნული დაგროვება სიგნალი უნდა იყოს, რომ პირველ რიგში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე შემოწმება გაიაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს