– თუ კანს მოყვითალო ელფერი აქვს, დაუყოვნებლივ გამოიკვლიეთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი (შესაძლებელია ნაღვლის შეკავება და ანთებითი პროცესები).
– კანის რძისფერი სიმკრთალე, მზიან დღეებშიც კი, შესაძლოა ორ პრობლემაზე მიუთითებდეს: ანემია, რომელიც რკინის დეფიციტს უკავშირდება; სუნთქვის დარღვევები – ფილტვებისა და ბრონქების დაავადებები. სასურველია, ჩააბაროთ სისხლის ანალიზი და გაიაროთ ფლუოროგრაფია.
– საერთო სიფერმკრთალე, მოცისფრო შეფერილობასთან ერთად, განსაკუთრებით ცხვირ-ტუჩის სამკუთხედისა და ფრჩხილების არეში, გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს. დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ გამოკვლევები.
– “მარმარილოსებრი” კანი – სისხლძარღვების სიმყიფისა და კანქვეშა ჰემატომების ნიშანია.
– თუ კანი მბრწყინავია, ნევროტულ დარღვევებს აქვს ადგილი, ხოლო თუ ცხიმიანია – ქონის ჯირკვლების ჰიპერფუნქციასთან ან ლიპიდურ (ცხიმოვან) მიმოცვლასთან გვაქვს საქმე. უნდა გამოიკვლიოთ საკვების მომნელებელი სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, გააკეთოთ სისხლის შებრუნებული ანალიზი.
– მოწითალო ლაქები სახესა და კისერზე – ეს, ხშირად, კანის ალერგიის (საკვებზე ან წამალზე) გამოვლინებაა.
– თუ ლოყებთან ან კისერთან სისხლი ჭარბად ზღვავდება, ესე იგი ჰიპერტონიისადმი გაქვთ მიდრეკილება (ე.წ. აპოპლექსიური ტიპი).
– მშრალი კანი, ცვილისებრი საფარით – ქრონიკული გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ნიშანია. სასურველია გასტროსკოპიის ჩატარება.
– იდაყვზე მშრალი კანის მონაკვეთები იმუნიტეტის საერთო დაქვეითებისა და ავიტამინოზის, განსაკუთრებით, B ჯგუფის ვიტამინების უკმარისობის ნიშანია.
– “იხვის კანის” მონაკვეთები წამლებზე, სარეცხ საშუალებებზე ან კოსმეტიკაზე ალერგიის გამოვლინებაა.
– ფერმკრთალი, ხორკლიანი, ოდნავ შეშუპებული კანი, განსაკუთრებით სახესა და ფეხის წვივებზე – თირკმლის დაავადებებისა და გამოყოფის სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სიგნალია. ჩააბარეთ შარდის ანალიზი, გაიკეთეთ სისხლის ბიოქიმია და მცირე მენჯის ორგანოების უბგ.
– ნაცრისფერი, მიწისფერი შეფერილობის კანი თირკმლის უკმარისობის ნიშანია.
– ხორკლიანი, არათანაბარი ფერის კანი შესაძლოა შიდა ორგანოების (მაგ. შარდსასქესო სისტემის) გართულებულ ქრონიკულ ანთებაზე, ქრონიკულ ინტოქსიკაციაზე მიუთითებდეს.