რა არის შიზოფრენია?

0
352

შიზოფრენია უცნობი წარმომავლობის ფსიქიკური დაავადებაა, ხანგრძკივი ქრონიკული პროგრედიენტული სვლით, რომელსაც თან ახლავს ფსიქიკური პროცესების გაორება და პიროვნების ცვლილებები, რომლებიც იზრდება.

თუ ადამიანი შეიცვალა: ჩაკეტილი გახდა, მასთან რთულია ურთიერთობა, ასრულებს გაუგებარ მოქმედებებს, ხდება აგრესიული ახლობლების მიმართ, მისი საახლობლო წრე ვიწროვდება, კარგავს ინტერესებს – ეს ყველაფერი, შესაძლოა, დაავადების პირველ გამოვლინებაზე მიუთითებდეს.

თუმცა, ახლობლები ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ, მდგომარეობას კი რთული ცხოვრებით, გართულებული მატერიალური მდგომარეობითა და სხვა პრობლემებით ხსნიან. ამ პერიოდში სასურველია დაავადებულის სპეციალისტთან მიყვანა, რათა მსგავსი ქცევების მიზეზები დაადგინოს და მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად დანიშნოს.

თუ ამას არ გააკეთებთ, 1 ან რამდენიმე წლის შემდეგ, სახეზე იქნება ფსიქოტური სიმპტომატიკა (ბოდვა, ჰალუცინაციები). ვითარდება პიროვნების შეუქცევადი ცვლილებები, დაავადება უარყოფით დინებას იწყებს. დაავადებული დეზადაპტირდება სოციალურ და შრომით ასპექტებში.

გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა, რომელსაც ექიმო-ფსიქიატრი ნიშნავს, მნიშვნელოვანი კომპონენტია ფსიქიატრიული რეაბილიტაციაც. პიროვნების ემოციურ სფეროზე ზემოქმედებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა, რეაბილიტაციური ღონისძიებების მთავარი მიზანია დაკარგული კომუნიკაციური, სოციალური და პროფესიონალური უნარების აღდგენა.

ძალიან კარგია, როცა ავადმყოფის რესოციალიზაცია დაავადების საწყის სტადიაზე ხდება, რადგან მისი შედეგები სტაბილური და ხანგრძლივი იქნება. ამ მომენტში მნიშვნელოვანია ექიმ-ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების თანამშრომლობა, რადგან ექიმი, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, დანიშნავს რამდენიმე რეაბილიტაციურ ღონისძიებას.

ამისათვის, საავადმყოფოებში შემუშავებულია მრავალი ჯგუფური თერაპია, რომლებსაც საფუძვლად უდევს პაციენტის ფსიქოთერაპევტული დახმარება. ამ თერაპიებს ასრულებს ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომლებიც გვეხმარებიან ცხოვრებასთან ხელახლა მორგებაში. ეს სავარჯიშოები მოიცავს მუსიკალურ თერაპიას, არტთერაპიას, ფსიქოდინამიკურ, საცეკვაო-მოძრაობით თერაპიებს, ფსიქოდრამას, კომუნიკაციური უნარების წვრთნას.

აგრეთვე, არსებობს მრავალი წრე, რომლებსაც სპეციალური მუშაკები, რეაბილიტოლოგები ასრულებენ. მათ შორისაა: კარაოკე, დიზაინის სტუდიო, სამხატვრო საქმიანობა, კინოკლუბი, ბოდიფლექსი, სამკურნალო ფიზკულტურა და სხვა.

აგრეთვე, სასურველია საგანმანათლებლო-თერაპევტული ჯგუფების არსებობა დაავადებულის ახლობლებისთვის, რაც ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება იქნება როგორც პაციენტის, ისე მისი ნათესავებისთვისაც. ყველა ეს ღონისძიება ფასდაუდებელ, ძალიან დადებით შედეგს იძლევა – აბრუნებს ავადმყოფს სოციუმში, როგორც მის სრულუფლებიან წევრს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი