ფსორიაზს კომპლექსურად უნდა უმკურნალოთ

567

„ჩემი მეუღლე უკვე 5 წელია ფსორიაზით იტანჯება. ვფიქრობთ, რომ ეს მემკვიდრეობითია, რადგან მის მამასაც ეს დაავადება აწუხებდა. ამის შესახებ როგორც ოფიციალური, ასევე ხალხური მედიცინის აზრის გაგება მსურს. პატივისცემით, ელენა“.

წერილს ექიმი დერმატოლოგი ანა პილიპჩუკი პასუხობს:

ფსორიაზი ან ქერცვლადი ლიქენი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ფეხის, ხელის, ზოგჯერ საზარდულის კანის ზედაპირის და ფრჩხილების დაზიანება შეუძლია. ის როგორც ზრდასრულებში, ასევე პატარა ბავშვებში ვითარდება. ფსორიაზის მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს, რომელიც როგორც ჭრილობის და ფსორიაზული ნაწიბურების აღმოფხვრაზე, ასევე მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებასა და ნივთიერებათა ცვლის აღდგენაზე უნდა იყოს მიმართული.

ეს დაავადება ფსიქიკურ აშლილობას უკავშირდება, ამიტომ მის სამკურნალოდ დამამშვიდებელი საშუალებები, კერძოდ კატაბალახას პრეპარატები გამოიყენება, რომელთა შეძენას აფთიაქში შეძლებთ.  შეგიძლიათ კატაბალახას ნაყენი თავად მოამზადოთ: 6 გრ დაქუცმაცებულ ფესვებს 180 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ. 1 ჩ/კ – 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

ასევე ოფიციალური მედიცინა ფსორიაზის სამკურნალოდ გირჩევთ მედიკამენტებს, მათ შორის მცენარეულ მედიკამენტებს, რომელთაც კორტიკოსტეროიდული მოქმედება აქვთ. მაგალითად, ძირტკბილა: 1 ჩ/კ ნედლ მასალას 1 ჭიქა წყალი დაასხით, 10 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ, 1 საათით დააყენეთ და 1 ჩ/კ – 1 ს/კ ნაყენი დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ძირტკბილას დიდი ხნით მიღება არ შეიძლება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან თირკმელზედა ჯირკვლებს ძლიერ სტიმულირებს. ეს კი დროთა განმავლობაში სპერმატოგენული ფუნქციების დაქვეითებას და განაყოფიერების პრობლემებს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, ძირტკბილას საშუალება მაქსიმუმ 2 კვირით მიიღეთ.

მკურნალობა ასევე ვიტამინების თერაპიასაც მოიცავს. ფსორიაზის დროს ინიშნება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა აციტრეპინი (ნეოთიაზონი) და აევიტი (ორსულებისთვის არასასურველია!), ადგილობრივად კი ულტრაიისფერი დასხივება. ასევე იყენებენ გოგირდის, სალიცილის მჟავის, ნახშირის და ა.შ შემცველ კრემებს.

ფსორიაზის მწვავე შემთხვევების დროს არასტეროიდული და ციტოსტატიკური პრეპარატები ინიშნება. რეკომენდებულია აბანოების მიღება, რომლის შემდეგ დაზიანებულ ადგილებში სპეციალური მალამო უნდა წაისვათ. გარდა ამისა, ფსორიაზის დროს დიეტის დაცვა აუცილებელია.

წერილს ექიმი ფიტოთერაპევტი და ხალხური მკურნალი, ელენა სვიტკო პასუხობს.

ფსორიაზის წარმოქმნა ნერვული სისტემის და ფსიქიკის მდგომარეობაზე, ასევე ღვიძლის მუშაობაზეა დამოკიდებული. ფსორიაზის დროს ეს მნიშვნელოვანი ჯირკვალი ორგანიზმს საკმარისად ვერ ასუფთავებს და მასში დარჩენილი ტოქსინები კანიდან გამოდიან. მკურნალობა კომპლექსურია, კერძოდ, ბალახების ჩაის, საფენებს და კომპრესებს იყენებენ.

ჩაი 1: 5 გრ უკვდავას ყვავილები, 5 გრ პიტნა, 5 გრ გულყვითელას ყვავილი, 5 გრ ქინძის თესლი, 10 გრ ძირთეთრას თესლი და 10 გრ ბაყაყურას თესლი კარგად დააქუცმაცეთ. 2 ს/კ ნედლ მასალას 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 40 წუთით თერმოსში დააყენეთ და გადაწურეთ. თბილ ჩაის თაფლი დაუმატეთ და 100 მლ დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ჩაი 2: 5 გრ ფარსმანდუკის ბალახი, 20 გრ ხავერდას ყვავილი, 10 გრ მანჯურული არალიას ფესვები, 5 გრ კოთხუჯის ფესვები, 5 გრ ჭინჭრის ბალახი, 5 გრ ოროვანდის ფესვები, 5 გრ ორკბილას ბალახი, 5 გრ გულყვითელას ყვავილი და 5 გრ ქრისტესისხლას ბალახი კარგად დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნედლ მასალას 0,5 ლ ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. 20 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. დღის განმავლობაში მცირე პორციებით დალიეთ. დარჩენილი „ფაფიდან“ შეგიძლიათ ფსორიატულ დაფებზე საფენები გაიკეთოთ. უკეთესი იქნება, თუ ამ ფაფას აურევთ მალამო ლაშქარას, რომელიც შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ. მალამო ლაშქარა: 100 გრ ლაშქარას ფესვები 1 კგ ღორის ქონში 2 საათით ხარშეთ. გააგრილეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.

სელის თესლის კომპრესები: 100 გრ თესლი ყავის საფქვავში დაფქვით და 0,5 ლ ცხელ წყალს აურიეთ. მიღებული პასტა (თბილი) მტკივნეულ ადგილას წაისვით.

ექინაცეას კომპრესები: მთელი მცენარე გამოიყენეთ. მოამზადეთ და გამოიყენეთ ისე, როგორც წინა რეცეპტში.

ქრისტესისხლას მალამო: 0,5 კგ ახალი ქრისტესისხლა ფესვებიანად ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ ფაფას ცხელი, გამდნარი ღორის ქონი (0,5 კგ) დაუმატეთ და აურიეთ. აცადეთ იმ ტემპერატურამდე გაგრილება, როცა ნარევის მარლაში გადაწურვა შესაძლებელი იქნება. ქილებში გადაანაწილეთ და ცივ ადგილას შეინახეთ. ფსორიაზით დაზიანებულ ადგილას წაისვით. ფსორიატულ დაფებზე წინასწარ შეგიძლიათ კურდღლის ნაღველი დაიდოთ (ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ, რადგან ნაღველი წვას იწვევს), უკვე 20 წუთში კი ქრისტესისხლას მალამო წაისვით. მკურნალობა პრობლემის გაქრობამდე გააგრძელეთ.

მალამო სოლიდოლზე (მკვრივი ზეთი). 500 გრ სოლიდოლი, 2 ახალი კვერცხის ცილა, 1 ს/კ ცაცხვის თაფლი აურიეთ. ეს მალამო მტკივნეულ ადგილას 14 დღე (კლებად მთვარეზე) წაისვით. ამის შემდეგ ამავე მალამოს 500 გრ დაქუცმაცებული და გაცრილი ქრისტესისხლას ბალახი დაუმატეთ და კიდევ 2 კვირა წაისვით. დროთა განმავლობაში კურსი გაიმეორეთ და ასე მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

გარეგანი მკურნალობის გარდა დიეტაც უნდა დაიცვათ. ყველა პროდუქტი მოხარშული ან მოთუშული უნდა იყოს. სასარგებლოა ფაფები, გაღვივებული მარცვლები, ასევე სალათები მწვანე კულტურებით, ოხრახუშით, შტოშის, ასკილის, მოცხარის და ცირცელის კენკრით. რაციონიდან შემწვარი, მწვავე და ცხიმიანი საკვები, ასევე კონსერვები ამოიღეთ. სჯობს თეთრი, სამარხვო ხორცი შეჭამოთ. ყავს, სიგარეტის და სპირტიანი სასმელების მოხმარება შეზღუდეთ, დამატებით, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის 14 დღიანი შუალედებით 7 გაწმენდა უნდა გაიკეთოთ (სასურველია, პროცედურა სავსე მთვარის დროს დაიწყოთ).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს