თვითნაკეთი ფეხის მასაჟორი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად

287

ფეხშიშველა სიარული ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, შინაგანი ორგანოების მუშაობის გასაუმჯობესებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ძლიერი მეთოდია. ტერფებზე ხომ უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილი გადის, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებს უკავშირდებიან. მათზე სტიმულირებით ორგანიზმში გამაჯანსაღებელი მოქმედება მიმდინარეობს.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ფეხშიშველა სიარული გაყინვის და დაავადებების რისკის გამო დაუშვებელია. თუმცა მეთოდი შეგიძლიათ განაახლოთ და ფეხის მასაჟორი გააკეთოთ.

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 2 ნატურალური ქსოვილის ნაჭერი
  • პატარა გირჩები
  • გლუვი კენჭები
  • მარცვლეული ან პარკოსანი პროდუქტების მარცვლები (ლობიო, ბარდა, ოსპი)

პატარა, მაგრამ ძლიერი ნაძვის ხის ან ფიჭვის გირჩები შეაგროვეთ და გაახმეთ. მათ ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კენჭები, მაგრამ ბასრი კუთხეების გარეშე, ასევე მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტები. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის და ზომის რამდენიმე მასალა აურიოთ.

მკვრივი ქსოვილიდან 2 მართკუთხა (40×20 სმ) ნაჭერი ამოჭერით. ნატურალური მასალის ქსოვილი აირჩიეთ. ეს მართკუთხა ნაჭრები სამი მხრიდან გაკერეთ ისე, რომ ტომარა გამოგივიდეთ. ტომარა რომ არ გაიხეს, ორმაგად გაკერეთ.

ტომარის 1/3 მოცულობა გირჩებით, კენჭებით ან მარცვლეულით აავსეთ. უფრო მეტი საჭირო არაა, რომ მასაჟორი ძალიან მაგარი არ გამოვიდეს.

მეოთხე კუთხეც გაკერეთ და მასაჟორი მზადაა.

თვითნაკეთი ფეხის მასაჟორი გამოიყენეთ დასვენების, სატელევიზიო შოუს, წიგნების კითხვის, ოჯახური საუბრების ან ნებისმიერ სხვა დროს, როცა ორგანიზმის გაჯანსაღების, ძალების აღდგენის და დაღლილობის მოხსნის აუცილებლობას იგრძნობთ.

ამისთვის ფეხებით მასაჟორზე დადექით და წინ- უკან, გვერდიდან გვერდზე, წრიულად იმოძრავეთ, მთელი ტერფით დააწექით. მთავარია, რომ ეს სასიამოვნო იყოს და მტკივნეულ შეგრძნებებს არ იწვევდეს. სასურველია, ფეხის მასაჟორი ჭამიდან 1 საათის შემდეგ ან ჭამამდე 1 საათის წინ გაიკეთოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს