დაიცავით ფეხები ათეროსკლეროზისგან

2361

რა არის ათეროსკლეროზი, რატომ ვითარდება იგი და როგორ მოვიქცეთ, თუ დაავადება უკვე გაჩნდა? ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხს დღეს კიევის ალექსანდროვის სახელობის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის შემცვლელი, ვალერი სირიაჩენკო გაგვცემს.

– რა არის ობლიტერირებადი ათეროსკლეროზი?

ესაა არტერიული სისხლძარღვების დაავადება, რომელიც მათ გამავლობას ავიწროვებს. ათეროსკლეროზი ორგანიზმში დიდი რაოდენობით ქოლესტერინის დაგროვების შედეგად ჩნდება. ამ დაავადების დროს, მეტ-ნაკლებად ზიანდება მთელი ორგანიზმის არტერიული სისხლძარღვები: თავის ტვინისაც, ქვედა და ზედა კიდურებისაც, ღვიძლის, თირკმლების და სხვ. ობლიტერირებად ათეროსკლეროზზე იმ შემთხვევაში ვსაუბრობთ, თუ დაავადებით ყველაზე მეტად ქვედა კიდურებია დაზიანებული.

რა სიმპტომებით გამოიხატება ქვედა კიდურების ობლიტერირებადი ათეროსკლეროზი?

პირველი “სიმპტომი”, რომელსაც დაავადება ავლენს, ფეხებში დაღლილობის შეგრძნება, ე.წ. ინტერველური კოჭლობაა. ამ ტერმინის ცნებას ავხსნი: რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, ადამიანი სიარულისას ტკივილს გრძნობს. ამასთან დაკავშირებით, მცირე შესვენების გაკეთება ხდება საჭირო, რომლის დროსაც ფეხებში სისხლის მიმოქცევა აღდგება. რაც უფრო ძლიერაა გართულებული დაავადება, მით უფრო ნაკლებ მანძილს ფარავს ადამიანი შეუჩერებლად. სამომავლოდ, ასეთი ტკივილები თავს იჩენს დასვენების, უმოძრაობის დროსაც. ღამ-ღამობით პაციენტს ქვედა კიდურებში ძლიერი ტკივილი და კუნთოვანი სპაზმები აწუხებს. მცირეოდენ შვებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა ფეხებს წამოწევს ან დაუშვებს. ფეხების კანის კვების დარღვევის შედეგად, მისი ფერი იცვლება, ქრება თმიანობაც. ხშირად, ამ დაავადებას უერთდება სოკოვანი დაავადებაც. მისი ნიშნებია ჭრილობების ხანგრძლივი შეუხორცებლობა. ქვედა კიდურების ათეროსკლეროზზე თვითშემოწმების ერთ-ერთი მეთოდია ფეხებზე პულსის პოვნა. თუ იგი შეიგრძნობა, ესე იგი, ადამიანის ორგანიზმი უკვე დაავადებულია ამ პრობლემით. თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ საბოლოო დიაგნოზის დასმა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

ობლიტერირებადი ათეროსკლეროზის განვითარების ბოლო სტადიაზე, ქოლესტერინის კოლტები საბოლოოდ კეტავს არტერიული სისხლძარღვების გამავლობას, რის შედეგადაც სისხლი ქვედა კიდურებში აღარ ცირკულირებს. ამ შემთხვევაში, ადამიანს ეწყება განგრენა – ქსოვილების ჟანგბადური შიმშილი, რამაც შეიძლება მათი დაღუპვა გამოიწვიოს.

– რა იწვევს ამ პათოლოგიის განვითარებას?

ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება არასწორი კვება (ცხიმიანი საკვების სიჭარბე), მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ცხოვრების უმოძრაო წესი, ქვედა კიდურების გადაციება (ხდება ხოლმე, რომ ადამიანს ფეხები ახალგაზრდობაში ეყინება, დაავადება კი მხოლოდ მოგვიანებით ვითარდება).

როგორ სვამენ დაავადების დიაგნოზს?

თუ ადრე ექიმის დიაგნოსტიკური მეთოდების არსენალში მხოლოდ პაციენტის პულსის შეგრძნება იყო, დღეს დიაგნოსტიკის შესაძლებლობები უფრო ფართოა. კერძოდ, ქვედა კიდურების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია (ან უბრალოდ ქვედა კიდურების უბგ) ისეთი ნიუანსების განსაზღვრის საშუალებას იძლევა, როგორებიცაა სისხლძარღვების დაზიანების ხარისხი (რამდენადაა ისინი შევიწროვებული), კიდურების სისხლით შევსების პროცენტი და სხვ.

როგორ მკურნალობენ ქვედა კიდურების ობლიტერირებად ათეროსკლეროზს?

დღეისათვის, ეს დაავადება სრულად არ იკურნება, თუმცა მედიცინას შეუძლია მისი პროგრესირების შეჩერება და პაციენტის ცხოვრების ნორმალური პერიოდის გახანგრძლივება. ამისთვის, 6 თვეში ერთხელ ექიმი აუცილებლად უნიშნავს პაციენტს სტაციონარულ მკურნალობას. სტკივა თუ არა პაციენტს ფეხები, ეს კურსები აუცილებლად უნდა გაიაროს. მხოლოდ ასე გადაარჩენთ საკუთარ ფეხებს.

როდის ხდება საჭირო ქვედა კიდურების სისხლძარღვების ოპერაციული ჩარევა?

პაციენტისთვის ოპერაციის აუცილებლობას მხოლოდ ექიმი-ქირურგი განსაზღვრავს, ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი სწორედ ქირურგისთვის კითხვა, რათა ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. ოპერაციის ჩვენება სისხლძარღვების დაზიანების მაღალი ხარისხია. ოპერაციის დროს, არტერიის ობლიტერირებადი მონაკვეთი ვენით იცვლება.

რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ქვედა კიდურების დაავადებამ, თუ მას არ ვუმკურნალებთ?

რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ასეთი უყურადღებობა საკუთარი თავის მიმართ ქვედა კიდურების განგრენით დასრულდება. დღეისათვის, ხშირად ჩვენ დაავადების სწორედ ასეთი გამწვავებული ფორმებით მოგვმართავენ.

რას ურჩევდით პაციენტებს ხალხური საშუალებებით ათეროსკლეროზის სამკურნალოდ?

ესაა კონტრასტული შხაპი ან აბაზანა ქვედა კიდურებისთვის (მონაცვლეობითი დაბანა ხან ცხელი, ხან ცივი წყლით). ეს პროცედურა აუმჯობესებს კიდურებში მიმოცვლით პროცესებს, ზრდის სისხლძარღვების გამავლობას. დაავადების აუცილებელი პროფილაქტიკური მეთოდია ყოველდღიური ფიზკულტურა, მუდმივი მოძრაობა, სხეულის მდგომარეობის ცვლილებები (ფეხებზე დიდხანს დგომა არაა რეკომენდებული), მოსახერხებელი და თბილი ფეხსაცმლის ტარება წლის ცივ პერიოდში.

ათეროსკლეროზს ხალხი სურნელოვანი კალისიით მკურნალობენ. მცენარის 35 სახსარი დააქუცმაცეთ, მოათავსეთ მუქი შუშის ჭურჭელში, დაასხით 1.5 ლ 70%-იანი სპირტი და დააყენეთ 2 კვირით ბნელ გრილ ადგილას. მოხმარებამდე 1 დ.კ. ნაყენი შეურიეთ 1 ს.კ. მზესუმზირის არარაფინირებულ ზეთს, შეანჯღრიეთ და მაშინვე დალიეთ. წამალი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე უნდა მიიღოთ (მანამდე 2 საათით ადრე არაფერი არ უნდა ჭამოთ). მკურნალობის სქემა: პრეპარატი უნდა მიიღოთ 10 დღის განმავლობაში, შეისვენოთ 5 დღით; შემდეგ ათდღიან მიღებას 10-დღიანი დასვენება უნდა მოჰყვეს. თუ ნაყენის მიღებას თან ახლავს თავბრუსხვევა და ღებინება, მკურნალობის კურსი უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს