„ჩემი ქალიშვილი უკვე რამდენიმე წელია მიოპათიით იტანჯება, ქიმიური პრეპარატები კარგ შედეგებს არ იძლევა. ხალხური მედიცინიდან რის გამოყენებას მირჩევთ? პატივისცემით, ლიუდმილა“.
წერილს ექიმი ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი პასუხობს.
ხალხური მედიცინა მიოპათიის სამკურნალოდ უამრავ მეთოდს გთავაზობთ, განსაკუთრებით მასაჟების და ფიტოპრეპარატების გამოყენებას. მასაჟი სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, ცალკეულ კუნთებში, როგორც მთელ ორგანიზმში, სისხლის დაგუბებას აქრობს, სისხლის მიმოქცევას და კუნთების კვებას აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, ყოველდღე სხეულის მასაჟი სასარგებლოა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებენ, ძალებს და კუნთების სიცოცხლისუნარიანობას აღადგენენ.
ყოველდღე, დღეში 3-ჯერ (ან ძილის წინ მაინც) ცივ წყალში დასველებული და გაწურული სალფეთქით გაწმენდა ძალიან სასარგებლოა. თავიდან მკერდი, შემდეგ ზურგი და ბოლოს კიდურები გაიწმინდეთ. პროცედურა 2 წუთით უნდა გაგრძელდეს და შემდეგ სითბოში უნდა იყოთ. ცივ წყალში შეგიძლიათ ცოტა ვაშლის ძმარი დაუმატოთ. თუ ვაშლის ძმარი არ გაქვთ ჩვეულებრივი ძმარი გამოიყენეთ. შეგიძლიათ სხეული წყალში გაუზავებელი, სუფთა ძმრით გაიწმინდოთ.
წარმატებულ შედეგს უზრუნველყოფს კომპლექსურად სამკურნალო მცენარეების გამოყენება. ანგელოზას ნაყენი: 4:1 პროპორციით ანგელოზას ფესვებს არაყი დაასხით და 9 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ. ძილის წინ, სხეულის გაწმენდის შემდეგ როგორც კი გათბებით, ნაყენი ფეხებში, ხელებზე, მკერდსა და ზურგზე შეიზილეთ, შემდეგ კი შეიფუთეთ. ნაყენი ყოველდღე შეიზილეთ, შეგიძლიათ გაწმენდა შეუთავსოთ ან მის გარეშე გამოიყენოთ.
ინგლისური მარილის აბაზანა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზღვის მარილით ან ჩვეულებრივი მარილით არყის ნახშირში არეული ან მის გარეშე) კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ: 100 მლ წყალს 3-5 კგ მარილი დაუმატეთ.
ყოველდღე, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, ფეხის აბაზანა გაიკეთეთ. ორი, 20-30 ლ მოცულობის ტაშტი მოამზადეთ. ერთი ცივი წყლით, მეორე კი ცხელი წყლით აავსეთ. ფეხები ჯერ ცხელ წყალში ჩადეთ და გაწითლებამდე გააჩერეთ, შემდეგ კი ცივ წყალში 30-40 წამით ჩადეთ. პროცედურა 5-7-ჯერ გააკეთეთ. ბოლოს ფეხები ცხელ წყალში 20-40 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი ცივ წყალში 1-2 წუთით. პროცედურის შემდეგ ფეხი სითბოში უნდა გქონდეთ. ცხელ წყალს შეგიძლიათ ცოტა წითელი წიწაკა დაუმატოთ. აბაზანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიის ჩალა, ოროვანდის ფესვები, არყის ფოთლები.
საღამოობით, სასურველია გამწმენდი ოყნები გაიკეთოთ.
აბაზანა სალბით. 1 შეფუთვა სალბს 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და მთელი ღამე დააყენეთ. დილით გადაწურეთ და აბაზანას დაუმატეთ. წყლის ტემპერატურა 36-37 გრადუსი. აბაზანა 15-20 წუთით მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 17 აბაზანა (17 დღე). ერთი თვე შეისვენეთ და კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ და ასე გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.
სასარგებლოა წიწიბურას ან ბაბუაწვერას თაფლის შიგნით მიღება: 1 ჩ/კ ან 1 ს/კ თაფლი დღეში 2-ჯერ, წყალი დააყოლეთ. 2 ჩ/კ ნატურალური ყვავილის მტვერი დღეში ერთხელ, დილით მიიღეთ. მტვრის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ თაფლს 1:1 პროპორციით აურიოთ. მტვერი დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს და თაფლთან ერთად ღვიძლის მუშაობას, ლიპიდური ცვლის დარეგულირებას, ნერვული სისტემის მუშაობას და ორგანიზმის დამცავი ძალების უზრუნველყოფას ხელს უწყობს.