ჭიპის თიაქრის დროს ლაპაროსკოპიულ ოპერაციას იყენებენ

1570

„გთხოვთ, მიამბეთ ჭიპის თიაქრის შესახებ. რის გამო წარმოიქმნება და როგორ ვიმკურნალოთ? პატივისცემით, სვეტლანა“.

წერილს სამედიცინო მეცნიერების კანდიდატი, დოცენტი, ქირურგიული ცენტრების ხელმძღვანელი მიხაილ სერბული პასუხობს.

ძირითადად, თიაქარი, მათ შორის ჭიპის და საზარდულის, ორი მიზეზით ჩნდება. ეს შეიძლება იყოს ადამიანის შემაერთებელი ქსოვილების თანდაყოლილი მიდრეკილება ელასტიკური ქსოვილების დაავადებებისადმი, რომლისგანაც მუცლის კედლები შედგება. ასეთ ადამიანებს ვენების, სახსრების შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები და ა.შ. აწუხებთ.

გარდა ამისა, თიაქარს იწვევს დაზიანება, ფიზიკური დატვირთვა, ყაბზობა, სიმძიმის აწევა, ხველა, მუდმივი დაძაბულობა. მუცლის წინა კედლების სუსტ ადგილებში ხვრელები ჩნდება, საიდანაც მუცლის ღრუს ორგანოები გარეთ გამოსვლას ცდილობენ, მათ მუცლის აპკი აკავებთ. სწორედ მასში, ე.წ  ელეასტიკურ ტომარაში, შინაგანი ორგანოები იჭიმება. სწორედ ესაა თიაქარი. მსგავსი მეთოდით იქმნება ჭიპის თიაქარი.

თიაქრის მოშორება ოპერაციული ჩარევით ხდება – მას კერავენ. ელასტიკურ ტომარას შინაგანი ორგანოებით მუცლის ღრუში ალაგებენ და ხვრელს კერავენ.

თუმცა მუცლის კუნთების სისუსტის და გენეტიკური მიდრეკილების შემთხვევაში თიაქრის განმეორების ალბათობა არსებობს. უსაფრთხოების და საიმედოობის მიზნით თიაქრის მოსაშორებლად სპეციალური ბადე გამოიყენება, რომელსაც მუცლის კედლებზე, მის გასაძლიერებლად აკერებენ. თანამედროვე ბადეები ძალიან მსუბუქი და კომფორტულია. ის როგორც გარედან (მყარი ქსოვილების თავზე, აპონევროზზე), ასევე შიგნით მიაკეროთ.

კერძოდ, ჩვენთან თიაქარს მინიმალური ინვაზიური ოპერაციების დახმარებით აქრობენ. ბადის მიკერება ახალი ლაპაროსკოპიული მეთოდის გამოყენებით, მუცლის წინა კედლებში მცირე ხვრელებიდან ლაპოროსკოპის დახმარებით ხდება. ასეთი ოპერაცია პაციენტის სწრაფად გამოჯანმრთელებას და ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებას უზრუნველყოფს.

წერილს ასევე პასუხობს ექიმი ფიტოთერაპევტი, კრანიოსაკრალური თერაპიის სპეციალისტი ოლგა კომპანიეცი.

ოპერაციის გარეშე თიაქრის მოშორების გამოცდილება კრანიოსაკრალურ თერაპიას (ოსტეოპათია) აქვს. ეს მეთოდი ქირურგიული მეთოდისგან ხანგრძლივობით, მაგრამ ამასთან საიმედო მკურნალობით გამოირჩევა, რადგან ორგანიზმი საკუთარ თავს თავად კურნავს და ყველა კუნთებს, ანუ მკურნალობას აფიქსირებს. ამასთან, ზეპირად რაიმე რჩევის გაცემა შეუძლებელია. საჭიროა ადამიანის გამოკვლევა და იმის დადგენა, თუ რამდენი და რა ზომის თიაქარი აქვს.

ასევე თანმდევი დაავადებების გათვალისწინება აუცილებლად ხდება. შემდეგ კი ინდივიდუალური სუნთქვის ვარჯიშები, სპეციალური ტანვარჯიშები და ა.შ. ინიშნება. ქალებს ვურჩევ, რომ ექიმ ოსტეოპათს დაუკავშირდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს