გემრიელი კიტრის მწნილის რეცეპტი.

0
2614
ფოტო: PxHere

მწნილის მირთმევა სასიამოვნო, ხოლო მომზადება – რთულია. სანამ ქილებს გაასტერილებთ, ყველაფერს დამდუღრავთ ისე, რომ არ დასკდეს, დაიღლებით.

ამიტომაც, გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ამ უსიამოვნო პროცედურებს თავიდან აგაცილებთ, საბოლოოდ კი მიიღებთ ხრაშუნა, ნაზ, მომჟავო-მარილიან კიტრებს, რომლებიც დიდხანს ინახება. მომზადებისთვის მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებია საჭირო. ინოვაცია კულინარიაში.

კიტრის მწნილი

ინგრედიენტები

  • 1 კგ კიტრი
  • 2 ღერო კამა
  • 3 პირშუშხას ფოთოლი
  • 3 მუხის ფოთოლი
  • 2 ალუბლის ფოთოლი
  • 2 შავი მოცხრის ფოთოლი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 6 მარცვალი შავი პილპილი
  • 3 ცალი მიხაკის ჯოხი
  • 1 თავი ნიორი
  • 1 ცხარე წიწაკა
  • 4 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი

მომზადება

  1. სამლიტრიანი ქილის ფსკერზე მოათავსეთ ბალახები, სანელებლები, ნიორი და წიწაკა.
  2. გაავსეთ ქილა კიტრებით მაქსიმალურად მჭიდროდ. აირჩიეთ საშუალო და თანაბარი ზომის კიტრები.
  3. მოამზადეთ მარინადი: აადუღეთ 2 ლ წყალი და 4 ს.კ. ქვა-მარილი. მდუღარე მარინადი დაასხით კიტრს.
    ქილა რომ არ გასკდეს, გთავაზობთ ასეთ ხრიკს: მოათავსეთ მასში მეტალის კოვზი ისე, რომ ქილის ორივე კედელს ეხებოდეს.
    დაახურეთ ქილას კაპრონის თავსახური და გააჩერეთ 2 დღე.
  4. დადუღების პროცესში გაჩნდება ქაფი, რომელიც უნდა მოხსნათ. ორ დღეში, კიტრს დაუმატეთ 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი. ისევ დაახურეთ ქილას, შეანჯღრიეთ, მდოგვი მარინადს რომ შეერიოს, და დაელოდეთ კიდევ 6 საათი.
  5. დროის გასვლის შემდეგ, გადაღვარეთ მარინადი ქვაბში, ადუღეთ 5 წუთით და ისევ მდუღარე სითხე დაასხით კიტრს (კოვზის დადება არ დაგავიწყდეთ). ახლა უკვე მოხუფვა შეგიძლიათ.

ეს უგემრიელესი მწნილის რეცეპტი დროითაა გამოცდილი. კონსერვი მთელ ზამთარს გასტანს, გრილ ადგილას კი 1-2 წელსაც ინახება და გემოვნურ თვისებებსაც არ კარგავს.

თუ კიტრის მწნილით გემრიელ კერძებს ამზადებთ, ასე მომზადებული ბოსტნეული ნამდვილად გამოგადგებათ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი