კრაზანას ზეთი სურდოსგან გაგათავისუფლებთ

0
404
ფოტო: Alina Kuptsova on Pixabay

გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ ვუმკურნალო ქრონიკულ სურდოს. პატივისცემით, ე.ა.

წერილს პასუხობს გამაჯანსაღებელი სისტემის “ადამიანის შესაძლებლობები ექსტრემალურ სიტუაციებში” ავტორი, იური ბატულინი.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს და აღმოიფხვრას ქრონიკული სურდოს პირველწყარო, ანუ საწყისი პრობლემა.

რაც შეეხება ადგილობრივ მკურნალობას, გირჩევთ ასეთი საშუალებების გამოყენებას:

კრაზანას ზეთი – ჭურჭლის (მაგალითად, ქილის) ნახევარი გაავსეთ დაქუცმაცებული კრაზანას ბალახით. დაუმატეთ 1 ს.კ. ქრისტესისხლას ბალახი. პირთამდე დაასხით ზეითუნის (ან მზესუმზირის) ზეთი და დააყენეთ 3 კვირით. გადაწურეთ. ჩაიწვეთეთ ცხვირში, დაიზილეთ ცხვირის ლორწოვანი გარსი, შეიდეთ ტამპონები.

წითელი ჭარხლის წვენი – წაისვით ცხვირის ლორწოვან გარსზე ძილის წინ.

გვირილისა და ქრისტესისხლას ყვავილების ნაყენი – თანაბარი რაოდენობით შეურიეთ დაქუცმაცებული ნედლეული. 1 ს.კ. ნარევს დაასხით თერმოსში 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 საათით. ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში ისე, რომ სითხე ყელშიც მოხვდეს. ამავე ნაყენით, მდუღარე წყალთან 1:2 თანაფარდობით, გამოივლეთ ყელი ანთების დროს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი