უგემრიელესი რძიანი კოქტეილის რეცეპტი ჩვენი ბავშვობიდან.

0
1262

ჩვენ, ვისი ბავშვობაც საბჭოთა დროს დაემთთხვა, ძალიან, ძალიან გაგვიმართლა. ჩვენ უამრავ საინტერესო და ნამდვილ რამეს, უამრავ გემრიელ და ნატურალურ პროდუქტს მოვესწარით. მიუწვდომელი, გამორჩეული ნივთები და საკვები მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტებით ჩანაცვლდა. ჩვენს მეხსიერებაში ისინი, ალბათ, დიდხანს დარჩება.

რძის კოქტეილი ნაყინით

ჩემთვის ყველაზე გემრიელი და ყველაზე დასამახსოვრებელი საბავშვო ტკბილეული იყო, არის და იქნება რძიანი კოქტეილი. სქელი, თითქმის ლორწოვანი, თეთრი და ძალიან ტკბილი, ბუშტუკებიანი კოქტეილი ძალიან სწრაფად მთავრდებოდა. ობიექტებზე რკინის სამფეხა, ხმაურიანი მიქსერი ყველა მსურველს თითო ულუფა ცივ სასმელს უმზადებდა.

კოქტეილს პირდაპირ მოუთმენელი, რიგში მდგომი ადამიანების თვალწინ ამზადებდნენ. რკინის ჭიქაში რძეს პირდაპირ ბოთლიდან ასხამდნენ, უმატებდნენ ნამდვილი ნაღების პლომბირის ბურთულებსა და სიროფს, უმეტესად, მსხლისას. ამ ყველაფერს თვალით ზომავდნენ.

თუმცა, ჩვენ ასე არ მოვიქცევით. გთავაზობთ ზუსტ პროპორციებს ნამდვილი რძიანი კოქტეილის მოსამზადებლად, რათა ბავშვობის გემო გაგახსენოთ. მოამზადეთ და დატკბით!

ინგრედიენტები:

  • 400 გ რძე
  • 4 ს.კ. მსხლის სიროფი
  • 100 გ პლომბირი

მომზადების წესი:

  1. ბლენდერის ჭიქაში ჩაასხით ძალიან ცივი რძე.
  2. დაუმატეთ სიროფი.
  3. ჩაყარეთ ნაყინის ბურთულებიც.
  4. ათქვიფეთ ზუსტად 1 წუთით, მაღალი სიმძლავრით (არანაკლებ 13 000).

რაც უფრო ნაკლებ ნაყინს დაუმატებთ, მით უფრო მარტივად აითქვიფება კოქტეილი. გემოც, შესაფერისად, შეიცვლება. ნაყინი, რომელიც დიდხანს იდო საყინულეში, ქაფის თვისებებს გააუარესებს – კოქტეილისთვის მხოლოდ ახალი ნაყინი აიღეთ.

რძე ძალიან ჩაციებული უნდა იყოს: პაკეტში ყინულის კრისტალებიც კი უნდა გაჩნდეს. ამის მისაღწევად, რძის პაკეტი საყინულეში 2 საათით მაინც გააჩერეთ.

ამ რძიან კოქტეილს დაუვიწყარი გემო აქვს და, დარწმუნებული ვარ, თქვენს ახლობლებსაც მოეწონებათ.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია სასარგებლოა აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, ასევე არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი