ებრძოლეთ დეპრესიას ეთერზეთების დახმარებით

0
259
ფოტო: monicore on Pixabay

73 წლის ვარ. 5 წელია, დეპრესია მაწუხებს. ბოლო დროს, აფთიაქებიდან გაქრა პრეპარატები, რომლებითაც ამ დაავადებას ვმკურნალობდი. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე. პატივისცემით, ი.დ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლუბოვ დუდჩენკო.

დეპრესიის წინააღმდეგ, გირჩევთ ბუნებრივი მეთოდის – ეთერზეთებით არომათერაპიის გამოყენებას, რომელიც მამაკაცის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

გთავაზობთ შემდეგ კომპოზიციებს არომალამფებისა და აბაზანებისთვის: აიღეთ ზეთების ნარევი – 2-2 მლ ღიღილოს, ბერგამოტის, მელისას, სანდალოზის, ილანგ-ილანგის ზეთები; ან 4 მლ გრეიფრუტის, 3 მლ მუსკატის სალბის, 3 მლ გერანის (შეგიძლიათ ჟასმინისაც) ზეთები. ორივე ნარევიდან აიღეთ 6-10 წვეთი არომალამფისთვის ან 10 წვეთი აბაზანისთვის, წინასწარ შეურიეთ ეთერზეთები მცირეოდენ ემულგატორს (ნაღებს, რძეს, შრატს).

ზეთოვან აბაზანებს იღებენ კვირაში 2-3-ჯერ. შეგიძლიათ, დაამზადოთ სამკურნალო კრემი ცხიმიან ფუძეზე, მაგალითად, ჟოჟობასა და კურკების ზეთის ნარევი 1:1 თანაფარდობით.

20 მლ ასეთ ფუძეს დაუმატეთ 5-5 წვეთი, მაგალითად, ნეროლისა და ფორთოხლის ზეთები. მასა შეგიძლიათ წაისვათ სახეზე, კრემის სახით. ასეთი კრემ-მასა მოგიხსნით დაჭიმულობასა და სულიერ დისჰარმონიას.

ეთერზეთებით არომათერაპია შეგიძლიათ დიდი ხნით გამოიყენოთ, 12-14 პროცედურისგან შემდგარი კურსებით, 1-2-კვირიანი შესვენებებით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი