საოჯახო რეცეპტებით მომზადებული კერძები ყოველთვის გემრიელი და ნაცნობია. არა იმიტომ, რომ დროის განმავლობაში ინგრედიენტებიის პროპორციები ზუსტად გამოითვალა, არამედ იმიტომ, რომ მათში მოგონებები ცხოვრობს. თითოეულ კერძთან ხომ გარკვეულ მოვლენებს გვახსენებს, დაკავშირებულს დაუღლელ ბებიის ხელებთან და მის მიერ მომზადებულ საკვებთან. ღვეზელი: რა შეიძლება იყოს უფრო მყუდრო და სახლთან დაკავშირებული?
წარმოგიდგენთ ტკბილი ღვეზელების რეცეპტს, რომელიც ბავშვობას მოგაგონებთ.
კენკრის ღვეზელი
ინგრედიენტები
- 400 მლ კეფირი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 400 გ კენკრა
- 1.5-2 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 350-400 გ ხორბლის ფქვილი
მომზადება
1. ცომისთვის უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, კენკრის გარდა, ღრმა თასში. უნდა გამოგივიდეთ სქელი მასა(უფრო სქელი, ვიდრე ოლადების ცომია), თუმცა საკმაოდ მჭიდრო, რათა მისი ხელით მორევა შეიძლებოდეს.
2. ერთ ხელში დაიგროვეთ ცოტაოდენი ფქვილი, დაიდეთ 1 ს.კ. ცომის კვერი და ცენტრში მოათავსეთ კენკრა. მეორე ხელის თითებით, ფქვილით შეკარით ცომი ძალიან სწრაფად. მაშინვე ჩადეთ ღვეზელი გაცხლეებულ, ზეთიან ტაფაზე.
3. არაუშავს, თუ ღვეზელი მთელი არ გამოცხვა და სადმე გაიხსნა. ტაფაზე ფრთხილად შეასწორეთ ნაკეთობა. შეწვით საშუალო ცეცხლზე, თავსახურის ქვეშ, 3-3 წუთით ორივე მხარეს. მზა ღვეზლები დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთი რომ გაიწოვოს, შემდეგ კი არ დაელოდოთ გაგრილებას და ჩაალაგეთ თავსახურიან ქვაბში.
ჩამოთვლილი რაოდენობის ინგრედიენტებისგან მიიღებთ 12-14 ღვეზელს.
ეს ღვეზლები ყველაზე გემრიელია ცხლად, რძესთან ან კეფირთან ერთად. გემრიელად მიირთვით!