როგორ მოვამზადოთ რაჰათ-ლუქუმი გაყინული მარწყვისგან

850

რაჰათ-ლუქუმი თუქრული ტრადიციული ტკბილეულია, რომელიც, რეალურად, კვიპროსში გამოიგონეს. ეს კუბური კანფეტები მარმელადს მოგაგონებთ. უგემრიელესი კუბები არამხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც უყვართ.

თუ ეს ტკბილეული თქვენც გიყვართ, სცადეთ მისი მომზადება რეცეპტით, რომელსაც დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გთავაზობთ. რაჰათ-ლუქუმი ძალიან მარტივად და საკმაოდ სწრაფად მზადდება, თანაც, ამისთვის ზებუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება საჭირო არაა. დესერტი ძალიან ნაზი და არომატული გამოვა.

მარწყვის რაჰათ-ლუქუმი

ინგრედიენტები

  • 200 გ მარწყვი
  • 15 გ სწრაფხსნადი ჟელატინი
  • 150 გ შაქრის პუდრა
  • ნახევარი ლიმონი

მომზადება

  1. ბლენდერით ათქვიფეთ მარწყვი. შეგიძლიათ ნედლი ან გაყინული კენკრის გამოყენება.
  2. დაუმატეთ მასას ჟელატინი და გააჩერეთ, სანამ აფუვდება. ამის შემდეგ, დაუმატეთ 120 გ შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ და გააცხელეთ მასა ნელ ცეცხლზე. უნდა ხარშოთ, სანამ ჟელატინი არ გაიხსნება, თუმცა მასის ადუღება დაუშვებელია.
  3. გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ მასა. შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით 5-6 წუთი, რათა იგი გაღიავდეს და შესქელდეს.
  4. აიღეთ მოსახერხებელი ჭურჭელი, მოათავსეთ მასში ცვილის ქაღალდი (ან პერგამენტი), ზემოდან კი დაასხით მარწყვის მასა. გაათანაბრეთ და დადგით გრილ ადგილას 5-6 საათით.
  5. როცა ლუქუმი გაგრილდება, ამოიღეთ ფორმიდან, მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭრერით კუბებად.

ეს ეკზოტიკური ტკბილეული ძალიან ძვირი ღირს ჩვენთან, რატომ უნდა დაიხარჯოთ? მოამზადეთ იგი მარტივად, ღირებულების თითქმის მესამედ ფასად, თანაც, ნატურალური ინგრედიენტებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს